ვატო შაქარიშვილი - თანამედროვე ბოლშევიკ სანაიას არ გაუვა სპეკულაციები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულთა პროცესის განხილვა დასრულდა. აღნიშნულ საქმეზე დაკავებული 3 პირი თავისუფალია. პატიმრების გათავისუფლებას, დაკავებულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად, საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი დაესწრო.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბიჭები, რომლებიც უკვე 6 თვეა მედია პატიმრები არიან.

„ვერ შემდგარ რევოლუციონერ და თანამედროვე ბოლშევიკ ვახო სანაიას არ გაუვა სპეკულაციები“, - თქვა შაქარიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ყავდა პოლიტპატიმრები, დღეს კი ისინი მედიაპატიმრებას იქცნენ.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა ასევე სასამართლოს ეზოში არსებული სიტუაციაც შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ „ერთ მხარეს იდგნენ „პრაიდის“ მხარდამჭერები, ეკლესიის მტრები და რევოლუციონერები, ხოლო მეორე მხარეს კი დანარჩენი საზოგადოება.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა