ვენესუელაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელას შტატ მერიდაში ძლიერმა წვიმამ მეწყერი და მდინარეების ადიდება გამოიწვია, რასაც მინიმუმ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შტატის გუბერნატორმა რამონ გუევარამ განაცხადა, რომ სტიქიის შედეგად განადგურებულია 1 200-ზე მეტი სახლი, რამდენიმე ქალაქი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ამ დროისთვის საგანგებო ოპერაციაში ჩართულია 80 მეხანძრე და სამოქალაქო დაცვის 60 თანამშრომელი. ამასთან, ხელისუფლებამ დაზარალებულ ტერიტორიებზე შეიარაღებული ძალების წევრები განალაგა.

ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრის, რემიგიო სებალოსის განცხადებით, მერიდას გარდა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია კიდევ 8 შტატში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა