ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24 709-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. ამასთან, კოვიდ 19-ს კიდევ 1 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოკუპირებულ რეგიონში, დღემდე კორონავირუსის 370 ფატალური შემთხვევაა დადასტურებული.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 99 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 28 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის - საშუალო სიმძიმის.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 26 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 15, გაგრაში - 25, ტყვარჩელში - 10, სოხუმში გახსნილ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი - 57.

რთული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, რეგიონის სკოლებში სასწავლო პროცესი 1-ელ სექტემბერს იწყება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს