მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება სრულდება. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა.
მათი ინფორმაციით, გასულ წელს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ვაშაკიძის ქუჩაზე წყალარინების ქსელი მოეწყო, ამჟამად კი, დაახლოებით, 4 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი, ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო.
„გლდანის რაიონს კიდევ ერთი მოწესრიგებული ქუჩა შეემატა. ამჯერად, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე სრულდება, სადაც აქამდე გრუნტის გზა იყო. პროექტის დასრულების შემდეგ კი მოსახლეობას შეეძლება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებს ასფალტის საფარის დაგებამდე, წყალარინების ქსელის პრობლემაც მოვუგვარეთ. გლდანის გამგეობა, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მომავალშიც განაგრძობს და კიდევ არაერთ ქუჩას მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა ლევან ნაროუშვილმა.
თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული საგზაო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდე დაიხარჯება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"