ლევან იოსელიანი - თუ საქართველომ მაკროფინანსური დახმარება ვერ მიიღო, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება - ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებდა

თუ საქართველომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ვერ მიიღო, ამაზე პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება - ევროკავშირის წარმომადგენლები აფრთხილებდნენ “ქართულ ოცნებას”, რომ ეს დახმარება კავშირშია იმ რეფორმებთან, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღეს, - ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია "ქართულმა ოცნებამ" ბოლომდე მიიყვანოს ის რეფორმები, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღო.

“ტექნიკური ხარვეზის გამო სრულფასოვნად ვერ მივიღე შეხვედრაში მონაწილეობა, რადგან ჩართვით ვესწრებოდი ამ შეხვედრას, დეტალები არ ვიცი, თუმცა დაახლოებით ინფორმაცია მაქვს თუ რაზე იყო იქ საუბარი. მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს ის გზა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მოკავშირის ევროკავშირის ის დამოკიდებულება, რომელიც ყოველთვის გააჩნდა. ამ დახმარების დაკარგვა ეს არ იქნება პარტიის დახმარების დაკარგვა, ამ თანხას დაკარგავენ მოქალაქეები, რომლებსაც ის ეკუთვნის, ამ თანხას ევროკავშირი უგზავნის სახელმწიფოს და არა რომელიმე პარტიას. თუ საქართველომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ვერ მიიღო, ამაზე პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება, რადგან ყოველთვის ყველა დონეზე ევროკავშირის წარმომადგენლები აფრთხილებდნენ “ქართულ ოცნებას”, რომ ეს ფინანსური დახმარება კავშირშია იმ რეფორმებთან, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღეს და უნდა გაატარონ ამ ქვეყანაში, საუბარია სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც დიდწილად განვახორციელეთ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პარლამენტს შიგნით ოპოზიციის გაძლიერებაზე და ა.შ.” - განაცხადა იოსელიანმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს