ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ აპირებენ წამოწიონ თემა, რომელიც „საქართველოს ხელისუფლებისგან 1989-2008 წლებში დევნილებისთვის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს“

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალან ჯუსოევი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას პასუხობს, რომელიც ცალკეული ქვეყნებისგან აღნიშნული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევას მოითხოვს და აცხადებს, რომ ცხინვალი რუსეთის მიერ ოკუპირებული არ არის. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ჯუსოევის თქმით, მოწოდებებს არ შეუძლია გავლენის მოხდენა არც „რესპუბლიკის“ სტატუსზე რუსეთის მხრიდან და არც მის ურთიერთობებზე „სტრატეგიული პარტნიორებისგან“.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთს შეუძლია გამოვიდეს შემხვედრი განცხადებებით, რათა „სამხრეთ ოსეთის დევნილებს დაუბრუნდეთ მიწები, უძრავი ქონება, რომლებიც მათ დაკარგეს 1989-2008 წლებში საქართველოში“.

„აანაზღაურონ ფინანსური დანაკარგები და გადაიხადონ მორალური კომპენსაცია. 102 ათასი ოსი დევნილი გახდა 1989 წლიდან 1992 წლამდე ეროვნული ნიშნით. საჭიროა და შესაძლებელი ამ საკითხების წამოწევა, რადგან ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთისადმი. ვინაიდან აშშ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, გარკვეულწილად, ამერიკამ უნდა იცოდეს კიდეც საქართველოსადმი კითხვებზე პასუხის გაცემაც“, - განაცხადა ჯუსოევმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა