კახა კალაძე - როცა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, მოსყიდვაა? მაშინ უნდა დაგვხუროთ მერია, მე უნდა გადავდგე, სისულელეა თუ ვინმე მოსყიდვაზე საუბრობს

სრული სისულელეა თუ ვინმე საუბრობს, რომ ეს არის მოსყიდვა. ჩვენ ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და დავპირდით მოსახლეობას, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე განცხადებას, რომ 300-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების 1 ლარად დაკანონება წინასაარჩევნო მოსყიდვაა.

თბილისის მერის ინფორმაციით, დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა 2017 წლის დაპირებაა და 2000-ზე მეტი ოჯახი უკვე დააკმაყოფილეს.

,,როდესაც ნებართვებს გავცემთ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ ესეც მოსყიდვაა? ესეც ზუსტად იგივე მუნიციპალური თემაა, მაშინ უნდა დაგვხუროთ მერია, მე უნდა გადავდგე, მუნიციპალიტეტი აღარ ფუნქციონირებდეს და ეს არის ნორმალური? სრული სისულელეა თუ ვინმე საუბრობს, რომ ეს არის მოსყიდვა. ჩვენ ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და დავპირდით მოსახლეობას. რა თქმა უნდა, არანაირ გაჩერებას არ ვაპირებთ, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ ვაპირებთ გადაცემას და დაკანონებას იმ ბინების, სადაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ეს იყო 2017 წლის დაპირება, 2000-ზე მეტი ოჯახი უკვე დავაკმაყოფილეთ და კიდევ ბევრს დავეხმარებით ამით”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა