ირაკლი ღარიბაშვილი - გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან - მთავარი მოტივი არის ის, რომ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება

ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, აღნიშნულის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება საგარეო ვალის შემცირებას ცდილობს.

„ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დადის ევროკავშირის სტრუქტურებში, მოგეხსენებათ, ის არის ევროკავშირის სახალხო პარტიაში და ყველა მცდელობა აქვს, რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით.

რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც ავიღეთ 2020 წელს. 75 მლნ ევროს მეორე ნაწილი სესხი იყო, რომელიც არ იყო გრანტი და დახმარება, ამის თაობაზე ალბათ, მოგვიანებით ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს განცხადებას. გამომდინარე იქიდან, რომ წელს დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ პანდემიის დროს აღმოგვიჩინეს და ზოგადად, ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას.

მეორე მხრივ ამ საკითხმა დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ამიტომ ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს და გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი მოტივი არის ის, რომ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური გზა, ივლისის თვის ზრდაც 10%-მდე იქნება, რაც ჯამში 7 თვის განმავლობაში იქნება 12.2% ეკონომიკური ზრდა. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და ამ ტემპის შენარჩუნებით წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

ჩვენი ოპონენტები გადასული არიან საბოტაჟის რეჟიმზე, რომ რაიმენაირად შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით, ეს არის მტრული, მავნებლური დამოკიდებულება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო