არჩილ თალაკვაძე - თვითმმართველობის არჩევნებში მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების შედეგს გავიმეორებთ, თუმცა, რა პროცენტიც არ უნდა იყოს დაფიქსირებული, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება

თვითმმართველობის არჩევნებში მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების შედეგს გავიმეორებთ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რა პროცენტიც არ უნდა იყოს დაფიქსირებული, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „1%-ც რომ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე, არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება“.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი 43 პროცენტით სპეკულირებაა და სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ" ამ სპეკულაციას წერტილი დაუსვა.

„რიგგარეშე არჩევნებზე სპეკულაციებს ჩვენ წერტილი დავუსვით და საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ მიშელის შეთანხმებიდან სამი თვის განმავლობაში ოპოზიციას აღარ ჰქონდა არც ერთი წინასაარჩევნო გეგმა, არც ერთი დაპირება და პროექტი. მათი ერთადერთი საზრუნავი გახლდათ პროცენტი და როგორმე "ქართული ოცნების" ყველაფრის ფასად და ყველაფრის სანაცვლოდ დაზიანება.

ისინი ცდილობდნენ, როგორმე გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ საკითხი გამხდარიყო 43 პროცენტი და არა ის, თუ რა სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას. ჩვენ სამი თვის განმავლობაში შევასრულეთ პრაქტიკულად ყველა ის პირობა ცალმხრივად, რომელიც აღებული ჰქონდა სახელისუფლებო გუნდს და ჩვენს პოლიტიკურ პარტიას. როგორც კი ჩვენ, ჩვენი მოქალაქეები და პარტნიორები დავრწმუნდით იმაში, რომ ოპოზიციას არა არჩევნები, ქვეყნის მომავალი, არამედ ერთადერთი მიზანი ჰქონდა - 43 პროცენტთან დაკავშირებით სპეკულაცია, ჩვენ წერტილი დავუსვით ამ სპეკულაციას და ამ შეთანხმებამ 43 პროცენტთან დაკავშირებით, თავის თავი ამოწურა. სწორედ ამას ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ნებისმიერ პროცენტთან კავშირში აღარ იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, არჩევნები არის კონსტიტუციით გარანტირებული 2024 წელს და ის ჩატარდება 2024 წელს. ჩვენ ვთვლით, რომ მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების შედეგს გავიმეორებთ თვითმმართველობის არჩევნებში, გვაქვს მეტი მხარდაჭერის მოლოდინიც მოქალაქეების მხრიდან, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რა პროცენტიც არ უნდა იყოს დაფიქსირებული, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა