ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი დღეს ე.წ. მთავრობის გადაყენებას აპირებს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი დღეს, 1-ელ სექტემბერს ე.წ. მთავრობის გადაყენებას აპირებს. სააგენტო „ტასს“ ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ალექსანდრ პლიევმა განუცხადა, რომ დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „მთავრობისთვის“ უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებაა.

მისივე ცნობით, ამ მოთხოვნით თოთხმეტმა ე.წ. დეპუტატმა ე.წ. პარლამენტის სპიკერს წერილობით მიმართა. პლიევის ინფორმაციით, უნდობლობის გამოცხადების მიზეზი უკავშირდება იმას, რომ ე.წ. მთავრობა უარს ეუბნება „დეპუტატებს“ წარმოუდგინოს შემოწმების აქტები, რომელიც რუსეთის ხაზინამ ჩაატარა დე ფაქტო მთავრობაში.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ხაზინის რამდენიმე თანამშრომელმა ოკუპირებულ დე ფაქტო რესპუბლიკის „სამინისტროებსა“ და უწყებებში რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ხარჯვის საკითხი შეამოწმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო