კახა კალაძე - „გუდვილთან“, მირიან მეფის ქუჩაზე, 330 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რაც წვიმის შემთხვევაში წყლის დატბორვის პრობლემას მოგვიხსნის

„გუდვილთან“, მირიან მეფის ქუჩაზე, 330 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რაც წვიმის შემთხვევაში წყლის დატბორვის პრობლემას მოგვიხსნის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა 1 200 000 ლარი დაჯდება.

„დაგეგმილი სამუშაოს გამო ხვალიდან მირიან მეფის ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, ხოლო მომდევნო პერიოდში შეზღუდვები ეტაპობრივად სხვადასხვა მონაკვეთში გაგრძელდება. ამ დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ პროექტის განხორციელება აუცილებელია იმისთვის, რომ იგივე პრობლემები არ მივიღოთ, რაც ბოლო თვეებში ხდებოდა“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი სამუშაო დაგეგმილია თბილისის სხვა უბნებშიც.

„არის სხვა ქუჩებიც, სადაც მსგავსი პრობლემა არსებობს. ასეთია „დიღმის დაჩები“, სადაც გვაქვს იგივე პრობლემა. უხვი ნალექის დროს ხევები ამოვსებულია და ოჯახებში წყლის შევარდნა ხდება. ამ პრობლემაზეც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას არსებული პრობლემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს