ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლის 1 ოქტომბერს ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ივანიშვილის თავდადება  ქვეყნისა და ხალხისთვის

ჩვენ ყველამ ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერს ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ, ეს გამარჯვება არ იქნებოდა რომ არა ჩვენი დამფუძნებლის და ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის თავდადება ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისათვის და ქართველი ხალხის ასეთივე თავგანწირვა იმ მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხარაგაულის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და მიზანი აქვთ, რომ გაერთიანდეს ჩვენი სახელმწიფო .

,,ჩვენ 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ ღირსეულად და დამაჯერებლად, რომლის შედეგად ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი, თავისუფალი და განვითარებული გახდა, ვიდრე იყო მანამდე. ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ყველა მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა თუ სხვა. მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში კიდევ ბევრი საქმე არის გასაკეთებელი, რასაც სჭირდება გამოცდილი გუნდი, მმართველები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და მეორე მხრივ, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ასევე არ იქნებოდა რომ არა „ქართული ოცნება“.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი არის ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც ქვეყანას არ ჰქონია ომი, დესტაბილიზაცია და არეულობა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ქვეყანა დავამშვიდეთ, მაქსიმალურად დეესკალაცია მოვახდინეთ კონფლიქტის და პრაგმატული, სწორი პოლიტიკის შედეგად მივდივართ დეოკუპაციის გზაზე. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და მიზანი, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამ საერთო ეროვნულ ამოცანას, რომ გაერთიანდეს ჩვენი სახელმწიფო და ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე. მისივე თქმით, ოკუპაციის შემდეგ მთავარ გამოწვევად სწორედ ჩვენი მოსახლეობის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე რჩება.

,,გვჭირდება მკაფიოდ გაწერილი გეგმა თუ როგორ გავხადოთ მასშტაბური ის პროექტები რომელიც დავიწყეთ, ამის შედეგია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალი და ხსნა ამ მძიმე ვითარებიდან. ასევე, 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად, ქვეყანა ჯერ კიდევ არის დამოკიდებული იმპორტირებული საქონლის დიდ რაოდენობაზე, ეს ინვესტიცია ერთი მხრივ, ჩაანაცვლებს იმპორტირებულ საქონელს, მეორე მხრივ ,შექმნის ახალ საწარმოებს და ახალ სამუშაო ადგილებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა არის განსაზღვრული. 32 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ რეგიონის განსავითარებლად, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები თუ წყალგაყვანილობა. ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება 3000 სოფელში ხარისხიანი წყლით მომარაგება, რაც 21 საუკუნეში არის სირცხვილი და მალე უნდა მოვაგვაროთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა