ანა ნაცვლიშვილი - ღარიბაშვილის თავი მუშაობს ასე: მას ან ქვემდგომი უნდა ჰყავდეს, ან უფროსი, მას თანასწორებთან, პარტნიორებთან კულტურული ურთიერთობა ვერ წარმოუდგენია

ტყუილი "ქართული ოცნების" საფირმო ნიშანი გახდა - როცა პრემიერი კვლევებზე საუბრობს, კარგი იქნებოდა, ერთი კვლევა მაინც მიეთითებინა, სადაც არათუ ევროპის ქვეყნებს ვუსწრებთ, არამედ სადმე პულსი მაინც ესინჯება საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მათ შორის სასამართლოს,- ასე ეხმიანება "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრ ევროპულ სასამართლოს წინ უსწრებს და ეს კვლევებით დასტურდება.

ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის გამოგონილი რეალობა, რომლისაც ხშირად თავადაც არ სჯერათ, მაგრამ წინასაარჩევნოდ სჭირდებათ, რომ საკუთარი საკმაოდ „დემორალიზებული ამომრჩეველი დააჯერონ ამ ყველაფერში". მისივე განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" სასამართლო არათუ გააუმჯობესა, არამედ უფრო მძიმე ვითარებაში შეიყვანა და ეს არის რეალობა, დანარჩენი კი ღარიბაშვილის ფანტანზიები.

ის ასევე გამოეხმაურა ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე პრემიერის პასუხს, რომ მისი უფროსი ევროპარლამენტარი არ არის.

"ჩვენ ვიცით, ვინ არის ღარიბაშვილის უფროსი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ არ გამკვირვებია ეს განცხადება. რატომღაც, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ ესმით, რას ნიშნავს დასავლურ ინსტიტუციებთან ურთიერთობა და ურთიერთოების კულტურა. ვიოლა ფონ კრამონი, ისევე როგორც სხვა ევროპელი პოლიტიკოსი, არასდროს მისცემს თავს უფლებას, ვინმეს უფროსად წარმოიდგინოს თავი, მაგრამ ღარიბაშვილის თავი მუშაობს ასე - მას ან ქვემდგომი უნდა ჰყავდეს, ან უფროსი, მას თანასწორებთან, პარტნიორებთან კულტურული პოლიტიკური ურთიერთობა ვერ წარმოუდგენია. ევროკავშირი რუსეთისგან განსხვავებით, დიქტატორულ მითითებებს არ იძლევა. ევროკავშირი ამ წლების განმავლობაში ცდილობს, საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებას დაეხმაროს, რომ ისეთი სახელმწიფო შეიქმნას, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს დაეხმარება. ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" სასამართლო რეფორმაზე უარის თქმით, ზიანი ევროკავშირს კი არ მიაყენა, არამედ საკუთარ მოქალაქეებს აყენებს გამოუსწორებელ ზიანს და ეუბნება - არ გექნებათ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, როცა თქვენ დაგჩაგრავთ, უწყება არ იქნება, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და სამართალი ეძიოთ,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა