პრემიერი - უნდა შევადაროთ პროფესორი რატი ბრეგაძე ადეიშვილს, გომელაური - მერაბიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილი - ახალაიას, მეცნიერი კაცი მიხეილ ჩხენკელი - ნიკა გვარამიას, რომელიც გარყვნილების მთავარი პროპაგანდისტია

რამდენიმე გამომსვლელმა თქვა შედარებაზე და რატომაც არა, უნდა შევადაროთ; უნდა შევადაროთ პროფესორი რატი ბრეგაძე ზურაბ ადეიშვილს, უნდა შევადაროთ ვახტანგ გომელაური ვანო მერაბიშვილს. უნდა შევადაროთ გრიგოლ ლილუაშვილი ახალაიას და სხვა უამრავ სადიზმით და სისასტიკით გამორჩეულ მკვლელებს და კორუმპირებულებს, რომლებიც ანგრევდნენ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე გაანადგურეს ქვეყანა და ათ მეორედ ამის გაკეთების უფლება აღარ მიეცემათ.

„უნდა შევადაროთ მეცნიერი კაცი მიხეილ ჩხენკელი ნიკა გვარამიას, ბატონებო, ნიკა გვარამიას, რომელიც არის გარყვნილების მთავარი პროპაგანდისტი ქვეყანაში და რომელიც იყო განათლების მინისტრი. ამაზე მეტი თვალსაჩინო მაგალითები მოსახლეობისთვის, ვფიქრობ არ გვაქვს და ყველაფერი ნათელია. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმა, რომელთა გვარებიც ჩამოვთვალე, სააკაშვილის მეთაურობით ერთხელ უკვე გაანადგურეს ქვეყანა და ტერიტორიები დაგვაკარგინეს. ჩვენ მათ მეორედ ამის გაკეთების უფლებას აღარ მივცემთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს