ცესკო-ს თავმჯდომარე - პირველად ხდება ის, რომ კენჭისყრის დღეს, 3200 უბანზე მოხდება ხმების დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის განხორციელება - თუ ახლა ვიღაცამ არ მოიტაცა და გაიქცა, სხვა შემთხვევაში ჩანაწერები არსად გაქრება

პირველად ხდება ის, რომ კენჭისყრის დღეს, ხმის დათვლის დროს, გვექნება ვიდეოფიქსაცია, გარდა იმისა, რომ 3 200 უბანზე მოხდება ხმების დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის განხორციელება. თუ ახლა ვიღაცამ არ მოიტაცა და გაიქცა, სხვა შემთხვევაში ეს ჩანაწერები არსად გაქრება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, შემდეგ ეს ვიდეოჩანაწერები აიტვირთება პლატფორმაზე, რისი ნახვის შესაძლებლობაც, მისი თქმით, ნებისმიერ მსურველს ექნება.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო ხმების დათვლის ვიდეოფიქსაცია ქვეყნის მასშტაბით, 3 200 უბანზე მოხდება.

„ხვალ გვაქვს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის გახსნა, რომელიც უზრუნველყოფს დეზინფორმაციის გამოვლენას და შესაბამისად, ამ ინფორმაციის დაცვას და სამომავლოდ პრევენციას. ამას უზრუნველვყოფთ იმით, რომ უპრეცედენტოდ, პირველად ხდება ის, რომ კენჭისყრის დღეს, ხმის დათვლის დროს, გვექნება ვიდეოფიქსაცია, გარდა იმისა, რომ 3 200 უბანზე მოხდება ხმების დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის განხორციელება. დღეს ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ერთ-ერთ წამყვან, საერთაშორისო პლატფორმასთან, სადაც ყველა ეს ჩანაწერი განთავსდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა ნახოს, თუ როგორ მიმდინარეობდა ხმის დათვლის პროცედურები. თუ ახლა ვიღაცამ არ მოიტაცა და გაიქცა, რაც ბუნებრივია, სისხლის სამართლის დანაშაულია, სხვა შემთხვევაში ეს ჩანაწერები არსად გაქრება. პირდაპირ მოხდება ამ ვიდეოკამერების შესაბამის, საინფორმაციო ცენტრებიდან ატვირთვა, რისი ვალდებულებაც ამ სამართლებრივი აქტის მიხედვით, ჩვენ 4 დღის განმავლობაში გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო