„ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ში თბილისის მერობის კანდიდატი, საკრებულოს პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაარეგისტრირა

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ში თბილისის მერობის კანდიდატი, საკრებულოს პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაარეგისტრირა.

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომრის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ წარდგენილი გუნდით დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

„დღეს დავარეგისტრირეთ იმ კანდიდატთა სია, რომლებიც იბრძოლებენ თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ დამაჯერებელ გამარჯვებას და ამაში ეჭვი არ გვეპარება. ამაზე მეტყველებს ყველა ის კვლევა, რომელსაც აკეთებს პარტია სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით თბილისში და ასევე, ის პროგრამა, რომელსაც შევთავაზებთ მომავალში. სულ მალე იქნება საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია. ამ პროგრამის განხორციელებით ჩვენ შევქმნით იმ საჯარო სიკეთეს, რომელიც შევა თითოეული თბილისელის ოჯახში და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ განვითარება იგრძნონ ყველა უბანში, მეტი სიცოცხლე ვიგრძნოთ ყველა უბანში.

სიაში მყოფი პირები შერჩეული იქნა პირველ რიგში პროფესიონალიზმის, შრომის მოყვარეობის, პატიოსნების და საკუთარი ქალაქის სიყვარულის ნიშნით და მგონია, რომ ეს არის მთავარი“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს