ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 417-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

კოვიდ 19-ს კიდევ 4 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დღემდე კორონავირუსით დაღუპულთა რიცხმა 384-ს მიაღწია.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 63 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 16 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 23, გაგრაში - 16, ტყვარჩელში - 12, სოხუმში გახსნილ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი - 70.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა