შალვა შავგულიძე - ხელისუფლება ცდილობს დაფაროს 5-6 ივლისს ჩადენილი  დანაშაული - სასაცილოა, როგორ ვერ ხვდებიან, ეს მათი კვაზი დიქტატორობა მალე დამთავრდება

ხელისუფლება ცდილობს დაფაროს 5-6 ივლისს ჩადენილი დანაშაული - სასაცილოა, როგორ ვერ ხვდებიან, ეს მათი კვაზი დიქტატორობა მალე დამთავრდება,- ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლება 5-6 ივლისის ორგანიზატორებს იმიტომ არ სჯის, რომ ეს ადამიანები არჩევნებისთვის სჭირდება.

“აბსოლუტურად სწორია სახალხო დამცველის პოზიცია. 5-6 ივლისს არის ძალიან მძიმე დანაშაულები ჩადენილი ამ ხელისუფლების და მისი წაქეზებული მოფაშისტო ელემენტების მიერ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ცდილობს დაფაროს ეს დანაშაული, რადგან ის ადამიანები სჭირდება არჩევნებზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სასაცილოა, როგორ ვერ ხვდებიან, ეს მათი კვაზი დიქტატორობა მალე დამთავრდება და რაც უფრო დროზე შეეცდებიან ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ, ნაკლებად მტკივნეულად დამთავრდება მათი წარმომადგენლებისთვის,"- განაცხადა შავგულიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე ზურაბ მახარაძისა და მღვდლის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა