გენერალური პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევის საკითხი პლენარულ სხდომაზე გადაწყდება

გენერალური პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევის საკითხი პლენარულ სხდომაზე გადაწყდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილვისას, პროექტის წარმდგენმა შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს შესთავაზა, კომიტეტმა კონსტიტუციურ ცვლილებებს იმ დათქმით დაუჭიროს მხარი, რომ ვისაც მიაჩნია, რომ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა სწორი ნორმაა, პლენარულ სხდომაზე შესაბამისს არგუმენტებს წარადგენს.

“იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში მიიღო, მიგვაჩნია, რომ კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის ინიციატივა რეალურ პრაქტიკასა და პოლიტიკაში არ იძლევა შედეგს, წარმოდგენილი კანდიდატი კონსენსუსით აირჩეს. ეს ნორმა პროცესისა და ინსტიტუციის მუშაობის შეფერხების რისკს ქმნის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მან აქვე აღნიშნა, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და მასში წარმოდგენილი ინიციატივების მიღების ვალდებულება არ არსებობს.

“მნიშვნელოვანია, არსებობდეს რაციონალური არგუმენტები, რაც ამა თუ იმ ნორმის უკან იქნება“, - დასძინა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გაიზიარა. ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, პლენარულ სხდომაზე წარმოადგინონ არგუმენტები, თუ რომელ დემოკრატიულ ქვეყნებშია გენერალური პროკურორების არჩევის მსგავსი მოდელი და შეიცავს თუ არა რისკებს, პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა.

პარლამენტში ინიცირებული პროექტით, გენერალური პროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით - 90 ხმით ირჩევა, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე