თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პირველ დოზაზე რეგისტრაციის თვალსაზრისით ტემპის კლება აღინიშნება, რაც საყურადღებოა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პირველ დოზაზე რეგისტრაციის თვალსაზრისით ტემპის კლება აღინიშნება, რაც საყურადღებოა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, მიზანია, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ვაქცინაციის ტემპი, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში.

„პირველ დოზაზე რეგისტრაციის კუთხით ტემპის გარკვეული კლება არის, რაც რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. დღეს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ვაქცინაციაზე საკმაოდ მაღალია. 6 ათასზე მეტი ბრიგადა მუშაობს ქვეყნის მასშტაბით, მობილური ჯგუფებიც მუშაობენ, ავტობუსებიც ქალაქებში და ბინაზე ვაქცინაციაც ტარდება.

ჩვენი შეფასებით, ვფიქრობთ, მაინც მეტი მუშაობაა საჭირო საგანმანათლებლო და საინფორმაციო კუთხით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის მოსახლეობასთან. ჩვენი მიზანია, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაქტიურდეს პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმი, რომ მათ ინდივიდუალური კონსულტაციები ჰქონდეთ პაციენტებთან და მოუწოდონ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისკენ.

დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის მოვიცვათ ხანდაზმული ასაკის მოსახლეობა, 65 წლის ზემოთ, რომელთა ვაქცინაცია მიმდინარეობს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში მაქსიმალური რაოდენობა იყოს, რადგან რისკები ჰოსპიტალიზაციისა და გართულების თვალსაზრისით მაინც ამ ჯგუფეში აღინიშნება“,- განაცხადა გაბუნიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს