6 თვეში საქართველოში „ფაიზერით“ 648 858 მოქალაქეა აცრილი, „სინოფარმით“ - 427 114, „სინოვაკით“ - 137 048, „ასტრაზენეკათი“ – 118 461 პირი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 მარტიდან 5 სექტემბერის პერიოდში, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით 648 858 მოქალაქეა აცრილი, საიდანაც 1 დოზით ვაქცინირებულია 444 505 მოქალაქე, ხოლო ორი დოზით 204 353 პირი.

რაც შეეხება დანარჩენი ვაქცინების განაწილებას, ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ აცრილია 427 114 პირი, საიდანაც ერთი დოზით ვაქცინირებულია 260 254 მოქალაქე, ხოლო ორი დოზით 166 860 პირი.

ასევე ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ აიცრა 137 048 პირი, საიდანაც 1 დოზით ვაქცინირებულია 79 228 მოქალაქე, ორი დოზით კი 57 820 პირი.

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებულია 118 461 მოქალაქე, საიდანაც ერთი დოზით 61 328 პირი აიცრა, ორი დოზით კი 57 133 მოქალაქე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო