ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 834-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

აღსანიშნავია, რომ გასულ 24 საათში კორონავირუსზე ტესტი მხოლოდ 369 ადამიანს ჩაუტარდა.

კოვიდ 19-ს კიდევ 3 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დღემდე კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 391-ს მიაღწია.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 43 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 16 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 18, გაგრაში - 17, ტყვარჩელში - 8, სოხუმში გახსნილ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი - 63.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს