ყვარლის მერის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელიც “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, ასევე არაა დაზუსტებული, რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში

ყვარლის მერის როსტომ სესიაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელიც ყვარელში, “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა. როგორც მან „მაესტროს“ ეთერში განმარტა, სამართალდამცავები ცდილობენ, რომ მასთან კომუნიკაცია შედგეს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება ბანკის ფილიალში.

„სამართალდამცავები ადგილზე უსაფრთხოების ყველა ნორმას იცავენ. მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით ვინაობა დადგენილი არ არის. ყველა სამართალდამცველი ადგილზეა მობილიზებული და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რამდენი მოქალაქე და რამდენი თანამშრომელია ადგილზე. სამართალდამცავები ცდილობენ, რომ კომუნიკაცია შედგეს“,-განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შსს-ის ცნობით, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. მათი ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ