ნათია თურნავამ საქართველოს ენერგოსექტორის წარმომადგენლებს ენერგეტიკოსის დღე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.

მინისტრის თქმით, ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია და საქართველო არ არის გამონაკლისი. აღნიშნული სექტორის განვითარება კი ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია.

„ვულოცავ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ ყველა სპეციალისტს პროფესიულ დღეს. ჩემი პირადი გამოცდილებიდან კარგად ვიცი, რამდენად დიდია თითოეული თქვენთაგანის ღვაწლი ჩვენი სამშობლოს განვითარების საქმეში. მათ წარმატებულ საქმიანობაზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოსა და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მილოცვაში ნათია თურნავამ რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბოლო ერთი განმავლობაში განხორციელდა.

„გასულ წელს ჩვენ ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ და მასშტაბური რეკონსტრუქციის მიზნით გავაჩერეთ საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური. მსგავსი მასშტაბის რეკონსტრუქცია ენგურჰესზე რამდენიმე ათეული წლის წინ განხორციელდა. ქვეყნის უმსხვილესი ჰესის გამართული ფუნქციონირებისა და წყლის დანაკარგების მნიშვნელოვანი შემცირებისთვის აუცილებელი იყო ძირეული სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ენგურჰესში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სადგური შეძლებს წელიწადში დამატებით 103 მლნ კვტ. სთ ელექტროენერგიის გამომუშავებას,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შენელდა, 46 ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე გაფორმდა ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა დარგის პოტენციურ ინვესტორებთან. აღნიშნული პროექტების დადგმული სიმძლავრე - 202,55 მგვტ, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება 1004.16 გვტ.სთ - ია. რაც შეეხება სავარაუდო ინვესტიციას, რომელიც აღნიშნული პროექტების განხორციელებაში უნდა დაიხარჯოს, 277 მლნ აშშ დოლარზე მეტი იქნება.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ არატრადიციული ენერგეტიკული სიმძლავრეების ათვისებას და მათ კომერციალიზაციას. ამ მხრივ, გამონაკლისი არც გასული წელი იყო - ამ პერიოდში ჩვენ ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა ქარის ელექტროსადგურის 7 პროექტზე და მზის სადგურის 1 პროექტზე გავაფორმეთ. ქარის ენერგიის ათვისებით, ჩვენ მივიღებთ 7 სადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 106.6 მგვტ, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 413.3 გვტ.სთ, ხოლო ინვესტიცია 134 მლნ აშშ დოლარზე მეტი იქნება. რაც შეეხება მზის ელექტროსადგურს, მისი დადგმული სიმძლავრე 68 მგვტ, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 87.9 გვტ.სთ, ხოლო ინვესტიცია დაახლოებით 36 მლნ. ევროს შეადგენს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ენერგეტიკული სექტორის მიმდინარე რეფორმა ასევე ითვალისწინებს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების წახალისებას, ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მხარდაჭერის სქემა და მომავალშიც იგეგმება სათანადო ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც აისახება, მათ შორის, გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ გეგმებში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 9 ჰიდროელექტროსადგური დადგმული სიმძლავრით 45.58 მგვტ. და წლიური გამომუშავებით 256.2 გვტ.სთ. რაც შეეხება ინვესტიციას, აღნიშნულ პროექტებში 95 მლნ. აშშ. დოლარზე მეტი განხორციელდება.

„ეს მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ენერგეტიკა დღესაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სექტორია საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის. გასული წელი კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ ექსპლუატაციაში შევიდა 11 ჰიდროსადგური დადგმული სიმძლავრით - 45.88 მგვტ, წლიური გამომუშავებით - 219.77 გვტ.სთ, ინვესტიციით - 75.9 მლნ. აშშ. დოლარი,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, გასული წელი ასევე მასშტაბური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობითაც გამოირჩეოდა.

„ჩვენ მუშაობა დავიწყეთ საქართველოს ენერგეტიკისთვის სტრატეგიული ჯვარი-წყალტუბოს 500კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და წყალტუბოს 500კვ ქვესადგურის მშენებლობის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი, სხვა მიმდინარე სამუშაოების ჩათვლით დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასავლეთ საქართველოს ქსელის გაძლიერებასა და სტაბილურობის ხარისხის გაუმჯობესებაში. აღნიშნული პროექტების მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება სტრატეგიული ელექტროგადამცემი ხაზის „იმერეთი 500"-ის დაზღვევა და ასევე დასავლეთ საქართველოდან ახალი სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანა,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მილოცვაში მინისტრმა განსაკუთრებულად გამოყო ენერგეტიკული სექტორის რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, რეფორმის მიზანია დარგში თანამედროვე საბაზრო მექანიზმების დამკვიდრება, კონკურენციის განვითარება, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და ადგილობრივი მომხმარებლის უფლებების მეტ დაცვას.

ნათია თურნავას განცხადებით, უკვე წელს ამ სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისგან მიწოდების საქმიანობის გამიჯვნა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დარგში კონკურენციის მასშტაბს. ასევე განხორციელდა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება და ახალი გადაცემის ლიცენზიის გაცემა, რითაც სექტორში მანამდე არსებული 3 გადაცემის კომპანიის ნაცვლად განსაზღვრა საქართველოს ელექტროგადამცემი სისტემის ერთი ოპერატორი, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა და ხელს უწყობს როგორც მართვის ოპტიმიზაციას, ასევე ამარტივებს დარგში ინვესტორებთან ურთიერთობას, რომლებსაც, სამის ნაცვლად, ერთ ორგანიზაციასთან ექნებათ თანამშრომლობა.

„რეფორმის პროცესი ამით არ დასრულებულა და მომავალ წელსაც ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები იგეგმება როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის სექტორში და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. აღნიშნული რეფორმების წარმატებით გაგრძელება წარმოუდგენელია დარგში დასაქმებული პროფესიონალების აქტიური ჩართულობის გარეშე. ამავე დროს, ახალი რეალობა დღის წესრიგში აყენებს ახალი პროფესიების გაჩენას ენერგეტიკის სექტორში და მისასალმებელია, რომ როგორც ადგილობრივი უმაღლესი სკოლა, ასევე დარგში მომუშავე კერძო სექტორი აქტიურად თანამშრომლობენ მთავრობასთან ამ გამოწვევის წარმატებით დასაძლევად.

პანდემიამ ეკონომიკის არაერთი სექტორი, მათ შორის, ენერგეტიკაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის უმნიშვნელოვანესი ეტაპი და დღეს საქართველოს ევროპული სტანდარტის ნორმატიული ბაზა აქვს, რომლითაც დარგის რეგულირება ხორციელდება. გარდა ამისა, სექტორი კვლავაც მიმზიდველია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ამასთან, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, იქნება ეს ელექტროგადამცემი ხაზები, ქვესადგურები, გაზსადენები და სხვ. ყოველივე ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგეტიკის შემდგომი განვითარებისა და ზოგადად, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის,“ - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიმართვაში, რომლითაც მან საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს