გიორგი გახარია ნარკოტესტზე - ზოგიერთებმა, სამწუხაროდ, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით “ბანკებით” დაიწყეს სირბილი - რაც შეეხება ტესტს, მალე ძალიან საინტერესო ინფორმაციას გაგანდობთ

ზოგიერთებმა, სამწუხაროდ, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით “ბანკებით” დაიწყეს სირბილი. მე ამისთვის ახლა უბრალოდ არ მცალია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

გიორგი გახარია კონკურენტებს დებატებში დაჯდომისკენ მოუწოდებს, ხოლო ნარკოტესტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მალე მედიას „საინტერესო ინფორმაციას“ გაანდობს.

„ბანკებით” სირბილს ჯობია, რომ პირისპირ დავჯდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე, ქალაქზე, განვითარებაზე, გეგმებზე და ა.შ.

ერთი რამ იცოდეთ ხალხო, ამ ქალაქში, ვინც აქ დავიბადეთ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არაფერი არ იმალება. ამიტომ, თუ პირისპირ არ გვინდა დაჯდომა, ვთქვათ, რომ არ გვინდა დაჯდომა ან ვერ ვჯდებით, ან არ ვჯდებით. მე უბრალოდ ვთხოვე მოქმედ მერს, დავჯდეთ დებატებში, ისევე როგორც ნიკანორ მელიას. იმედი მაქვს, ამ ჩემს შეთავაზებაზე სერიოზულ პასუხს მივიღებ.

რაც შეეხება ტესტს, ტესტთან დაკავშირებით სულ მალე ძალიან საინტერესო ინფორმაციას გაგანდობთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. კალაძემ ნარკოტესტი თავად 6 სექტემბერს ჩააბარა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ