გიორგი ვაშაძე განცხადებით, ტერორიზმი გლობალური საფრთხეა

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წლის გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ტერორიზმი გლობალური საფრთხეა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, სიძულვილთან და ფანატიზმთან ბრძოლა ყველა ადამიანის მოვალეობაა.

“20 წელი შესრულდა 11 სექტემბრის შემზარავი ტრაგედიიდან, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელდა, რომელსაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ის მეხანძრეები, რომლებმაც სხვების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გასწირეს. ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე და ჩვენი, ყველას მოვალეობაა, რომ ვებრძოლოთ სიძულვილს, ფანატიზმს და ბოროტებას" , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - საით, ღვთისმშობლის წილხვედრო ქვეყანავ? არსაით?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.09.2025
პროკრედიტ ბანკმა თელავში ახალი ფილიალი გახსნა
წინანდალი ქართული სცენოგრაფიის რეფორმატორის, ირაკლი გამრეკელის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს