მურატ ჯიოევი ხიდან ჩამოვარდა და ჰოსპიტალიზებულია

მურატ ჯიოევი ხიდან ჩამოვარდა და ჰოსპიტალიზებულია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევი ხიდან ჩამოვარდა და დაშავდა, - ინფორმაციას სააგენტო Рес-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ჯავის რაიონში, ჯიოევის კუთვნილ ბაღში მოხდა.

ჯიოევი თავდაპირველად ცხინვალის საავადმყოფოში, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით ბესლანის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.