„ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, რუსთავში, თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველ პარტიას ხმას 49.7% აძლევს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 33.6%

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რუსთავში, თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველ პარტიას ხმას გამოკითხულთა 49.7% აძლევს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ნინო ლაცაბიძეს კი 53.5% უჭერს მხარს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იმარჯვებს.

მისივე თქმით, რუსთავის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, „ქართულ ოცნებას“ 23 მანდატი ექნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ 10, „პატრიოტთა ალიანსსა“ და „საქართველოსთვის“ 1-1.

კვლევის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას 33.6% აძლევს; „პატრიოტთა ალიანსს“ 3.5%; პარტიას „საქართველოსთვის“ 3.3%; „გირჩი- მეტი თავისუფლება“ 2.7%, „ლელო" - 1.8%; „ლეიბორისტული პარტია“ -1.2%; ხოლო სხვა პარტიებს ხმას 4.2% აძლევს.

რაც შეეხება მერობის კანდიდატების რეიტინგს,კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს ხმას გამოკითხულთა 53.5% აძლევს; „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავით კირკიტაძეს - 36.8%; „საქართველოსთვის“ კანდიდატს ბექა ლილუაშვილს - 3.6%; „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს თორნიკე არევაძეს - 2.6%; ხოლო სხვა კანდიდატებს მხარს გამოკითხულთა 3.5% აძლევს.

პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევა ქალაქ რუსთავში, 7-10 სექტემბერს ჩაატარა. გამოიკითხა 1405 რესპოდენტი, კვლევის ცდომილების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 3 პროცენტს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა