ალექსანდრე რაქვიაშვილი - მაქვს მოლოდინი, რომ გაზაფხულზე შეიძლება ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ადგილობრივ არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს

მაქვს მოლოდინი, რომ გაზაფხულზე შეიძლება ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ადგილობრივ არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს, - ეს განცხადება დღეს პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა გააკეთა.

როგორც ამ კონტექსტში რაქვიაშვილმა აღნიშნა, შეიძლება გაჩნდეს საჭიროება, როცა „ქართული ოცნება“ დაინახავს, რომ პარლამენტის ვადამდე არჩევნებში კიდევ უფრო უკეთეს შედეგს დადებს.

„ჩატარდება თუ არა პარლამენტის ვადამდელი არჩევნები, დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი. თუკი გამოჩნდება, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ არ ენდობა, მაშინ ვადამდელი არჩვენები აუცილებლად იქნება თუნდაც იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისის თავიდან იყოს აცილებული“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება