სკოლების ყოფილმა დირექტორებმა და პედაგოგებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს

სკოლის ყოფილმა დირექტორებმა და პედაგოგებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი განათლების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

"მე ვარ რეპრესირებული დირექტორი. ჩემზე განახორციელეს პირველი ძალადობა. მავალებდნენ პედაგოგის გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივებით, რომელიც მათ აწყობდათ, რაზეც უარი მიიღეს. ჯერ დამბლოკეს და შემდეგ გამათავისუფლეს", - განაცხადა 116-ე საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა, დიმიტრი მეჭურჭლიშვილმა.

აქციაზე ასევე სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ პედაგოგებს და დირექტორებს და აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება უნდა დასრულდეს და განათლების მინისტრი გადადგეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა