ლევან იოსელიანი - სააკაშვილს საერთოდ, აქვს თუ არა უფლება, ჯარს მიმართოს, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი

მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომლის ქვეყნის ჯარის მთავარსარდალიც იყო, ამით ყველაფერი ნათქვამია, - ასე ეხმიანება "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი ჯარისადმი მიხეილ სააკაშვილის მიმართვას.

მისივე თქმით, სააკაშვილი ცდილობს ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს.

"საერთოდ, აქვს თუ არა უფლება, ჯარს მიმართოს, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი. სააკაშვილისთვის არ არსებობს ფაქტორი, რომელსაც ის საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად არ გამოიყენებს. მისთვის ყველანაირი მოცემულობა მისაღებია და ის ამ თვალსაზრისით კლასიკური მაკიაველისტია", - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს. როგორც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ივანიშვილს სჭირდება განადგურებული, „ფარჩაკი", სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება ჯარის არსებობა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ