ზურაბ ჯაფარიძე - თუ ვერ აიღეს 40% და არ წავიდნენ ხელისუფლებიდან, ჩემი და ჩემ გარშემო ადამიანების ფიქრი, მხოლოდ იმაზე იქნება ფოკუსირებული, როგორ შევუშალოთ ხელი მავნებლებს, რომ ვერ გააგრძელონ მართვა

ახლა ჩვენ ვფიქრობთ არჩევნებზე, - როგორ ავიღოთ ბევრი ხმა და „ქართულმა ოცნებამ“ როგორ ვერ აიღოს 43%. თუ ვერ აიღეს 40% და არ წავიდნენ ხელისუფლებიდან, მთელი ჩემი და ჩემ გარშემო ადამიანების ფიქრი მხოლოდ იმაზე იქნება ფოკუსირებული, როგორ შევუშალოთ ხელი ამ მავნებლებს, რომ ვერ გააგრძელონ ქვეყნის მართვა, ისე თითქოს არაფერი ხდება. რასაც მოვიფიქრებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუკი, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პოლიტიკური ძალა 43%-ს ვერ აიღებს, რაც 19 აპრილის შეთანხმებით იყო განსაზღვრული, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მართვა ვეღარ გააგრძელოს.

კონკრეტულად რა მექანიზმების გამოყენებას აპირებს ოპოზიციური პარტია, ზურაბ ჯაფარიძემ არ დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ „სხვა ტიპის დარტყმებზე იქნება ფოკუსირებული.“

„მთელი ჩემი გონება და არა მხოლოდ ჩემი, ჩემს გარშემო ბევრი ადამიანის, ვინც ბრძოლაშია, მარტო ამაზე გადაერთვება. რასაც მოვიფიქრებთ ყველაფერს გავაკეთებთ. ახლა ჩვენ ვფიქრობთ არჩევნებზე, როგორ ავიღო ბევრი ხმა და „ოცნებამ“ როგორ ვერ აიღოს 43%. თუ ვერ აიღეს 40% და არ წავიდნენ ხელისუფლებიდან, მთელი ჩემი და ჩემ გარშემო ადამიანების ფიქრი, მხოლოდ ამაზე იქნება ფოკუსირებული, როგორ შევუშალოთ ხელი ამ მავნებლებს, რომ ვერ გააგრძელონ ქვეყნის მართვა, ისე თითქოს არაფერი ხდება. რასაც მოვიფიქრებთ, ყველაფერს გავაკეთებთ. შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ ხანგრძლივი აქციების არ მჯერა, გახუნდა აღარ მუშაობს. ეს არ არის ქმედითი გზა და უფრო ქმედითი რაღაცებია გასაკეთებელი, სხვა ტიპის დარტყმებზე ვიქნები ფოკუსირებული. რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ჯერ ამის გაჟღერება არ მინდა, განსხვავებული იქნება. თუ ადგილზე მოქალაქეებმა არ აჩვენეს, რომ ვიბრძვით, არავინ თავს არ მოიკლავს ჩვენთვის, ეს მესმის ძალიან კარგად. ამიტომ, კომბინაცია უნდა იყოს ადგილზე ბრძოლა და პლიუს საერთაშორისო მხარდაჭერა. თუ „ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს, ან ვერ აიღებენ 40%-ს და მაინც ხელისუფლებაში დარჩება, ქვეყნისთვის ამაზე მეტად დამაზიანებელი არა არსებობს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება