სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა არასტანდარტული ვაშლის მიღება დაიწყეს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა არასტანდარტული ვაშლის მიღება დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები, პროგრამაში ჩართულ ხილის გადამამუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე, არანაკლებ 22 თეთრად შეძლებენ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდება კონცენტრატად, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გავა ექსპორტზე და ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის, დამატებით, 5-6 მილიონ ევროს შემოსავალს მოიტანს. სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, გიოტგი ხანიშვილი შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან ერთად გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც ვაშლის მოსავლის მიღება-დაბინავების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, ვალერიან მჭედლიძის გაცხადებით, ვაშლის წარმოებით ლიდერი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის დროული დაბინავება.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოსთან. სახელმწიფო პროგრამა მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა ფერმერებისთვის“, - განაცხადა შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული კომპანია „გსქ კულაში“ იმყოფებოდნენ, სადაც არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესს გაეცნენ.

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები, პროგრამაში ჩართულ ხილის გადამამუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ. სახელმწიფო პროგრამაში 10-მდე ხილის გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობით, მიიღებენ. 2021 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა