„ევროპული საქართველოს" ლიდერებმა სამტრედიის მერობის კანდიდატი, ჟუკიანა ფოფხაძე წარადგინეს

ქუთაისში "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა, გიგი წერეთელმა, გიგა ბოკერიამ და აკაკი ბობოხიძემ სამტრედიის მერობის კანდიდატი, ჟუკიანა ფოფხაძე წარადგინეს. როგორც "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ სამტრედიის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, ის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ერთგული ადამიანია.

"მინდა წარგიდგინოთ ჩვენი მერობის კანდიდატი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ჟუკიანა ფოფხაძე. მე წილად მხვდა ბედნიერება, საპარლამენტო არჩევნებში ვყოფილიყავი თანამებრძოლი ქალბატონ ჟუკიანასთან ერთად. მინდა გითხრათ, რომ იშვიათად შემხვედრია პასუხისმგებლობის დიდი გრძნობის ადამიანი, როგორიც არის ქალბატონი ჟუკიანა, საქმის ერთგულებით, საქმიანი უნარჩვევებით, საქმიანი თვისებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, ეს არის უზარმაზარი კაცთმოყვარეობის, ადამიანის მოყვარეობის გრძნობით სავსე ადამიანი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო, გამარჯვება ვუსურვო", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ჟუკიანა ფოფხაძის თქმით, სამტრედიაში უამრავი პრობლემაა.

"სამტრედიაში არის ის პრობლემები, რაც ზოგადად არის საქართველოში მიგრაციის პრობლემა, პრაქტიკულად დაცლილია ქალაქი, ასევე საწრეტ სანიაღვრე სისტემების პრობლემა და წლებია ეს პრობლემები მოუწესრიგებელია, კანალიზაციის პრობლემა, რომელსაც დიდი ხანია ვერ აწესრიგებენ. არ უნდა იფიქრონ მოქალაქეებმა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნებზე მისვლა უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა ჟუკიანა ფოფხაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ