ირაკლი ღარიბაშვილი - „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგებში მე-5 ადგილზე დაწინაურდა საქართველო, გამოდიან და ატყუებენ მოსახლეობას, მათთვის 2 ოქტომბერს მართლაც იქნება აპოკალიფსი

ჩვენ უნდა შევქმნათ ყველა ის საფუძველი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას; ახლა ძალიან კარგი ტენდენციაა ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

„დღეს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგები „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგებში, მე-5 ადგილზე დაწინაურდა საქართველო მთელს მსოფლიოში. ამ დროს გამოდიან და ურცხვად, უტიფრად ატყუებენ მოსახლეობას და მართლაც აპოკალიპტურ სურათს ქმნიან. დიახ, მათთვის 2 ოქტომბერს მართლაც იქნება აპოკალიფსი, რადგან კიდევ ერთხელ წააგებენ სასტიკად ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი. ჩვენ ხალხს ვპირდებით განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას და ამას ვერავინ აღუდგება წინ, ვერავითარი მტერი, შიდა თუ გარე ძალები“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო