საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოების უწყებები რომ საკმაოდ სპეციფიკური სამსახურია, ვიცით. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამ უწყებებში მორიგ საკადრო ცვლილებებზე კი გვამცნო, მაგრამ, მომხდარმა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა.
უსაფრთხოების უწყებებში, მითუმეტეს ხელმძღვანელი პირველი პირების ხშირი ცვლა რომ არც კარგ და არც წარმატებულ ნაბიჯად არ აღიქმება, ფაქტია.
სულ ცოტა ხსნის წინ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად დანიშვნა, შემდეგ სულ რაღაც 7 თვეში ლეინტენანტობიდან გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა, შემდეგ კი ძალოვანი სტრუქტურების სახელმწიფო კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად და ვიცე-პრემიერად დაინიშვნა.
ახლა სუს-ს ყოფილი შს მინისტრი უხელმძღავნელებს, შს მინისტრად კი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი დაინიშნა. ფაქტია, რომ უსაფრთხოების სამსახურების უფროსების ასე ხშირი ცვლა კარგს არაფერს არ უნდა ნიშნავდეს არც ამ უწყებებისთვის და არც ქვეყნისთვის. გაუგებარი დარჩა მამუკა მდინარაძის იმ უწყებაში გადაყვანა, რომელიც ჯერ არ არსებობს და როგორც ითქვა, მალე შეიქმნება.
თქვენ როგორ შეაფასებდით ძალოვან უწყებებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას და სავარუდოდ, რა შეიძლება იყოს მომხდარის მიზეზი?
- თავისთავად ის გარემოება, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი უფროსი შეიცვალა, როგორც მინიმუმ იმაზე მიუთითებს, რომ თავის დროზე არასწორი საკადრო გადაწყვეტილებები იყო მიღებული.
გარდა ამისა, სამსახურის უფროსის ცვლილებას, როგორც წესი მოყვება ხოლმე მისი მოადგილეების და დეპარტამენტების ხელმძღვანელების დონეზე განხორციელებული საკადრო ცვლილებები.
საკმაოდ მოკლე დროში, ცვლილებების ასეთი დიდი რაოდენობა არასახარბიელოა სპეცსამსახურების გამართული ფუნქციონირებისათვის. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ მდინარაძის და ოხანაშვილის წინამორბედი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია კორუფციის ბრალდებით. მათ შორის მას ბრალად ედება უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ქრთამის აღება. ყველაფერი ეს საერთო ჯამში ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელო მდგომარეობაშია.
საკმაოდ მოკლე დროში, ცვლილებების ასეთი დიდი რაოდენობა არასახარბიელოა სპეცსამსახურების გამართული ფუნქციონირებისათვის. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ მდინარაძის და ოხანაშვილის წინამორბედი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია კორუფციის ბრალდებით. მათ შორის მას ბრალად ედება უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ქრთამის აღება. ყველაფერი ეს საერთო ჯამში ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელო მდგომარეობაშია
რაც შეეხება ახლა მომხდარი საკადრო ცვლილებების შინაარს, როდესაც ერთი უწყების ხელმძღვანელს ათავისუფლებ დაკავებული თანამდებობიდან და მეორე უწყების ხელმძღვანელის ნიშნავ მის ნაცვლად, პირველის მუშაობით უკმაყოფილო უნდა იყო და პირიქით, მეორეს მუშაობით კმაყოფილი.
შეიძლება ამის საწინააღმდეგოდ ვინმემ მოიყვანოს არგუმენტად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი კი არ გაუთავისუფლებიათ, არამედ გადაიყვანეს უფრო მაღალ თანამდებობაზე, რადგან ნიშნავენ სახელმწიფო მინისტრად და ვიცე-პრემიერად სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში, მაგრამ ეს აბსურდია. ჯერ ერთი ასეთი თანამდებობის შემოღება კობახიძის „ნოუჰაუა“, რადგან სხვა ქვეყნებში უბრალოდ არ არსებობს.
ამას რომ თავი დავანებოთ გაუგებარია როგორ უნდა შესრულდეს ან რაში უნდა გამოიხატოს კოორდინატორის ფუნქცია. ოპერატიულ დონეზე, სამართალდამცავი უწყებები ერთმანეთთან ისედაც კოორდინირებენ. შესაბამისად, ისინი ამისთვის დამატებითი რგოლის გაჩენას არ საჭიროებენ.
მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. ამისთვის ამ ორ უწყებას საერთოდ არ სჭირდებოდათ რაიმე მაკოორდინირებელი მესამე უწყება.
როდესაც ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება საქმე, კოორდინაცია როგორც წესი ხორციელდება სტრატეგიულ დონეზე, მაგრამ ამაში ჩართულია არა მხოლოდ სამართალდამცავი, არამედ თითქმის ყველა სხვა უწყება. ისეთი მაგალითად, როგორიც საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებია.
ასეთი კოორდინაციის ყველაზე მეტად ადაპტირებული ფორმა არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და მისი აპარატი, რომელიც საქართველოშიც არსებობდა, მაგრამ კობახიძის გადაწყვეტილებით 2025 წელს გაუქმდა. ამიტომ ჩვენ ამ ბოლო გადაწყვეტილებების მიზეზად უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას მცდელობას ვერ მივიჩნევთ.
კოორდინაციის ყველაზე მეტად ადაპტირებული ფორმა არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და მისი აპარატი, რომელიც საქართველოშიც არსებობდა, მაგრამ კობახიძის გადაწყვეტილებით 2025 წელს გაუქმდა. ამიტომ ჩვენ ამ ბოლო გადაწყვეტილებების მიზეზად უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას მცდელობას ვერ მივიჩნევთ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ცვლილებას ალბათ ქონდა რაღაც პოლიტიკური სარჩული. ეს ცვლილება თავისი შინაარსით და ფორმით ძალიან გავს წარსულში „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრების გარშემო განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ივანიშვილი თანდათანობით კიდევ უფრო უზღუდავდა მათ ისედაც შეზღუდულ სამოქმედო არელას, რაც ბოლოს მათი თანამდებობიდან გათავისუფლებით სრულდებოდა.
ეს ცვლილება თავისი შინაარსით და ფორმით ძალიან ჰგავს წარსულში „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრების გარშემო განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ივანიშვილი თანდათანობით კიდევ უფრო უზღუდავდა მათ ისედაც შეზღუდულ სამოქმედო არელას, რაც ბოლოს მათი თანამდებობიდან გათავისუფლებით სრულდებოდა
- უცნაური ისაა, რომ სწორედ იმ დღეს, როცა უსაფრთხოების სამსახურებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა გამოქვეყნდა სუს-ის ანგარიში, რომელშიც ვკითხულობთ რომ რუსეთი აფხაზეთს ანექსიისთვის ამზადებს.
ეს რომ ასეა, სუსს ანგარიში რომ არ გამოექვეყნებინა, იმათთვის ისედაც ცხადი იყო, ვინც აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს პროფესიულად და კვალიფიციურად ადევნებს თვალს.
სუს-ის ანგარიშს სხვების მსგავსად მეც გავეცანი, ბევრმა ასპექტმა მიიპყრო ყურადღება. კარგია, რომ ბევრი რამ ანგარიშში მოხვდა, ამ ანგარიშმაც დატოვა უკმარისობის განცდა. თუნდაც იმიტომ რომ ანგარიშში მოხვედრილ ფაქტებზე სუს-ი ან არ რეაგირებდა, ან თუ რეაგირებდა, ხშირად, საკმაოდ ორაზროვნადაც კი.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა სუს-ის ანგარიშმა? ამ ანგარიშთან დაკავშირებდით რაზე გაამახვილებდით ყურადღებას?
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში 2015 წლიდან რეგულარულად ქვეყნდება. როგორც წესი, რუსეთი როგორც საფრთხე, ამ ანგარიშის ოკუპირებული ტერიტორიების თავში არის ხოლმე ასახული. თუმცა, ცხადია, რომ როგორც ზოგადად რუსეთის, ისე მისი სპეცსამსახურების სამოქმედო არეალს არა მხოლოდ ოკუპირებული რეგიონები, არამედ მთლიანად საქართველოს ტერიტორია წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის სხვა თავებში როგორც წესი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე არ არის საუბარი.
მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ის არის, რომ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ორ ანგარიშში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც ადრე არ იყო. კერძოდ, ბოლო ორ ანგარიშში დასავლეთის ქვეყნები და ინსტიტუტები პირდაპირ არიან დადანაშაულებულები საქართველოში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წარმოებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ორ ანგარიშში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც ადრე არ იყო. კერძოდ, ბოლო ორ ანგარიშში დასავლეთის ქვეყნები და ინსტიტუტები პირდაპირ არიან დადანაშაულებულები საქართველოში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წარმოებაში
საერთო ჯამში, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის, ისე მანამდე გამოქვეყნებული ანგარიშების შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონიუნქტურა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე.
ასევე, უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ პოლიტიკური წნეხი და მოთხოვნები ბოლო წლებში კიდევ უფრო მეტად გაიზრდა. შესაბამისად, ამ უწყების ბოლო ორი წლის ანგარიშის ნარატივი დაუახლოვდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნარატივს, რომლიც გაჯერებულია დასავლეთის მადისკრედიტებელი პროპაგანდისტული გზავნილებით.
ამ უწყების ბოლო ორი წლის ანგარიშის ნარატივი დაუახლოვდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნარატივს, რომლიც გაჯერებულია დასავლეთის მადისკრედიტებელი პროპაგანდისტული გზავნილებით
- უნგრეთში ორბანის დამარცხების შემდეგ ლუქსემბურგში პირველად გაიმართა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც საქართველოზეც და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე - აზერბაიჯანსა და სომხეთზე იმსჯელეს.
ევროკავშორის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაი კალასმა საქართველოზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცნობილი პოზიციები. იგულისხმება ის რომ საქართველომ უნდა „შეცვალოს კურსი“ თუ უნდა ევროკავშირთან ურთიერთობა, გაიწვიოს მიღებული რეპრესიული კანონები, გაანთავისუფლოს ევროპული არჩევანისთვის დაკავებულები, უარი თქვას მედიის მიმართ ზეწოლაზე და ასე შემდეგ.
ქვეყნის მმართველი გუნდის მიმართ სანქციები ამჯერად არ მიუღიათ, მაგრამ ითქვა, რომ ამ საკითხს აუცილებლად დაუბრუნდებიან. თუმცა, ბევრმა თქვა, რომ „საქართველოში ვითარება უარესდება და ჩვენ საქართველოს საკითხში დავაგვიანეთო“.
ასევე ითქვა რომ ევროკავშირს სომხეთთან და აზერბაიჯანთან აქვს ერთობლივი პროექტები და გააგრძლებენ მათზე მუშაობას, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, ბრიუსელი ოფიციალურ თბილისთან „იმ დოზით იურთიერთობებს, რა დოზითაც თბილისი მოისურვებს“.
ფაქტია რომ თბილისის ბრიუსელთან ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია. ასეთ ფონზეც კი მმართველი გუნდი ყველაფერში „ევროპულ ბიუროკრატიას“ ადანაშაულებს და აგრძელებს ევროპის დემონიზირებას.
თქვენ როგორ შეაფასებდით ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრასა და საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების პერსპექტივას?
- სიახლე და შესაფასებელი ამ თვალსაზრისით სამწუხაროდ დიდად არაფერია. ბრიუსელთან საქართველოს ურთიერთობებს ვერ ექნება პერსპექტივა თუ „ქართული ოცნება“ ფუნდამენტურად არ გადახედავს საკუთარ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს და უკან არ წაიღებს ბოლო წლებში მიღებულ ზოგიერთ უსამართლო გადაწყვეტილებას. ამის გაკეთებას, ჩემი აზრით, იგი არ აპირებს.
ბრიუსელთან საქართველოს ურთიერთობებს ვერ ექნება პერსპექტივა თუ „ქართული ოცნება“ ფუნდამენტურად არ გადახედავს საკუთარ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს და უკან არ წაიღებს ბოლო წლებში მიღებულ ზოგიერთ უსამართლო გადაწყვეტილებას. ამის გაკეთებას, ჩემი აზრით, იგი არ აპირებს
მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთმა და „ქართულმა ოცნებამ“ ორბანის სახით ევროკავშირში მათი ინტერესების ერთგული დამცველი დაკარგეს. ამ ფონზე დამკვირვებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ევროკავშირის მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ სანქციების პოლიტიკა გააქტიურდება და ასეთი ვარაუდი, რა თქმა უნდა, საფუძველს მოკლებული არ არის.
- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა პრორუსული არ არის. მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „თანმიმდევრულად ატარებს პრორუსულ პოლიტიკურ კურსს“.
ამის დასტურად სახელდება ბრიუსელთან მნიშვნელოვნად გაუარესებული ურთიერთობები, ასევე ის რომ აშშ და ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთვის ვერ იცლის.
ახლა როცა პუტინმა ევროკავშირში თავისი ყველაზე ახლო პარტნიორი დაკარგა, საქართველოს ხელისუფლება აანონებს ვაშინგტონთან ურთიერთობების ახალ ატაპზე დაწყებას. სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ვიცე-პრემიერის რანგში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი წაუძღვება.
რადგან მინისტრი ბოჭორიშვილი ვახსენე, უნდა გავიხსენოთ ისიც რომ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა რომ პრემიერ ირაკლი კობახიძეს კი არ შეუჩერებია ევროკავშირთან ურთიერთობა, არამედ ბრიუსელია დამნაშავე საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობების გაუარესებაში.
თქვენ როგორ დაახასიათებდით „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას?
- „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის დასახასიათებლად ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ძირითადი შედეგები, რომელიც ამ პოლიტიკამ მოიტანა.
შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, უკიდურესად გაუარესებულია ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან და აშშ-სთან, შეჩერებულია ამ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა და შეწყვეტილია ის ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერა, რომელსაც ეს ქვეყნები საქართველოს უწევდნენ, სახელმწიფო უწყებებიდან დათხოვნილია იმ საჯარო მოხელეთა უმეტესობა, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა.
ასევე უნდა ითქვას რომ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით და უშუალო მონაწილეობით გრძელდება დასავლეთის მადისკრედიტებელი პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც იმეორებს ყველა იმ გზავნილს, რასაც რუსული პროპაგანდა დასავლეთის წინააღმდეგ იყენებს.
შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, უკიდურესად გაუარესებულია ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან და აშშ-სთან, შეჩერებულია ამ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა და შეწყვეტილია ის ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერა, რომელსაც ეს ქვეყნები საქართველოს უწევდნენ, სახელმწიფო უწყებებიდან დათხოვნილია იმ საჯარო მოხელეთა უმეტესობა, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა
საერთო ჯამში, ჩვენ უშუალოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნების სომხეთის და აზერბაიჯანის მაგალითზეც ვხედავთ, რომ ამ ქვეყნების ურთიერთობები როგორც დასავლეთის ქვეყნებთან ისე სხვა მიმართულებით ვითარდება.
საქართველოს შემთხვევაში კი ვხედავთ მხოლოდ რეგრესს დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობებში და დასავლეთს, რომ თავი დავანებოთ, ვერ ვხედავთ არსებით პროგრესს ვერცერთი სხვა მიმართულებით.
- ამ ყველაფრის ფონზე „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერები სოციალურ ქსელში საკმად გააქტიურებული არიან.
იგულისხმება აქტიურობა რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობისთვის რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა. რომ ასევე აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღება, რომლითაც ქვეყანას აღებული აქვს ვალდებულება საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გააწევრიანოს.
ფაქტია რომ მმართველი პარტიის ინიციატივით სახელისუფლებო არხებზე ხელისუფლებისვე ინიციირებული დებატების ფარგლებში აქტიურად განიხილება როგორც „ნეიტრალიტეტის თემა“, ასევე კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღების საკითხი.
თუ ამ თემებზე სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიებს თვალს მივადევნებთ, იოლად მივხდებით რომ ამ თემებზე აქტიურობა შემთხვევითი სულაც არაა.
თუმცა, ამ თემებზე დებატებში მონაწილე ხელისუფლების წარმოდგენლები, კერძოდ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ გიორგი ზურაბიშვილმა განაცხადა - „ნატოში გაფართოების ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ გვაქვს მისწრაფება და აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ ამ დროისთვის, როცა გამოცხადდება გაფართოების შემდგომი ტალღა, რომელიც მეტ სარგებელს მოგვიტანს“.
თქვენ როგორ შეაფასებდით აღნიშნულ თემებზე ხელისუფლების მხარდამჭერების აქტიურობას სოციალურ ქსელში?
ასევე ხელისუფლების მიერ ინიციირებულ დებატებში ხელისუფლების წარმომადგენლების გაცხადებულ პოზიციებს?
- სოციალურ ქსელებში ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერების გააქტიურება, ისევე როგორც პრო-რუსული პროპაგანდისთვის დასანქცირებული მედია-საშუალებების საქმიანობა და საექსპერტო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის გზავნილები საერთო ჯამში ორ ძირითად ამოცანას ემსახურება: დასავლეთის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულების უარყოფითისკენ შეცვლა, „ქართული ოცნების“ პირდაპირი თუ შეფარული მხარდაჭერა, მისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.
ხელისუფლებისა და მათი მხარდამჭერების გზავნილების მიზანია დასავლეთის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულების უარყოფითისკენ შეცვლა, „ქართული ოცნების“ პირდაპირი თუ შეფარული მხარდაჭერა, მისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით
პარალელურად, რიგ შემთხვევაში, ხელსუფლების წარმომადგნელები, ისევე როგორც მათი პროპაგანდისტები კვლავაც საუბრობენ განსაკუთრებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების აღდგენის თითქოსდა რეალურ პერსპექტივაზე, რაც საზოგადოების ილუზიებით კვებას ისახავ მიზნად.
უნდა ითქვას ისიც, რომ ეს მიდგომა ხელისუფლების სასარგებლოდ გარკვეულ დონეზე კვლავაც მუშაობას და ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ მომავალშიც გაგრძელდება.
- პრეზიდენტ ტრამპისა და ირანის ხელისუფლებებს შორის დაწყებული მოლაპარაკებების მიუხედავად ჭირს იმის პროგნოზირება თუ როგორ, როდის და რა შედეგით დასრულდება ირანში აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია.
ვხედავთ, რომ ირანის კრიზისის ფონზე აშშ აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანად მოაგვაროს პრობლემები.
თქვენთან დაკავშირებამდე გადავხედე „ინტერპრესნიუსთან“ თქვენს ერთ ინტერვიუს, სადაც თქვენ ამბობთ - „აშშ-ს შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება პროცესები“.
აშშ-ისრაელისა და ირანის დაპირისპირების ფონზე „იმდენი მოვახერხეთ“, რომ თუ ამ ომამდე ირანი სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოში მხოლოდ ნომინალურად იყო წარმოდგენილი, ირანის საელჩო საქართველოში ისე გააქტიურდა, რომ ბევრის გაკვირვება გამოიწვია.
ამ მოვლენების ფონზე რა ჩანს - სადაა საქართველო და როგორ გამოიყურება ქვეყნის ადგილი არა მარტო რეგიონში, არამედ გლობალურ პოლიტიკაში?
- ამ მოვლენების ფონზე სამწუხაროდ ის ჩანს, რომ საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა.
ირანის ელჩი ხისტად გვესაუბრება და ეს პირველ რიგში სწორედ საქართველოს პოზიციების დასუსტებით არის განპირობებული, რაც შედეგად „ქართული ოცნების პოლიტიკამ მოიტანა
სწორედ ამიტომ საქართველოში ირანის ელჩი აძლევს თავს უფლებას გააკეთოს საკმაოდ ხისტი განცხადება. ეს პირდაპირ აჩვენებს იმას თუ რამდენად დამაზიანებელი და არასწორია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა.
მართალია ჩვენ ირანთან არ გვაქვს ცუდი ურთიერთობა და ჩემი აზრით, არც რაიმე ისეთის გაკეთებას ვაპირებთ, რომ ეს ურთიერთობა დავაზიანოთ, მაგრამ ირანის ელჩი მაინც ხისტად გვესაუბრება და ეს პირველ რიგში სწორედ საქართველოს პოზიციების დასუსტებით არის განპირობებული, რაც შედეგად „ქართული ოცნების პოლიტიკამ მოიტანა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი