მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში განხორციელდა კავკასიის რეგიონში პირველი და მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი სირთულის ტრანსკონტინენტური ტელერობოტული ოპერაცია. ქირურგმა ემზარ ნადირაძემ, რომელიც იმყოფებოდა ჩინეთის ქალაქ უხანში, 6 000 კილომეტრის დაშორებით საქართველოდან, თბილისში მყოფ პაციენტს, დისტანციურად მართული ქირურგიული რობოტის მეშვეობით ოპერაცია ჩაუტარა.
კლინიკური უნიკალურობა და სირთულე
ტელერობოტული ოპერაციები - სადაც ექიმი და პაციენტი სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან - საერთაშორისო პრაქტიკაშიც კი იშვიათია და როგორც წესი, კლინიკური სირთულით არ გამოირჩევა. ქართველი პაციენტის დიაგნოზი იყო სწორი ნაწლავის სიმსივნე. ჩატარებული ოპერაცია, ულტრა დაბალი წინა რეზექცია კოლორექტალური ქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად კომპლექსურ შემთხვევად ითვლება.
ოპერაცია 8 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. მისი მიმდინარეობს მენჯის ღრმა ანატომიურ სივრცეში, სადაც ნერვული სტრუქტურები მილიმეტრებით ეხება ერთმანეთს.
ოპერაციის ხანგრძლივობა განაპირობა მისმა კომპლექსურობამ და პაციენტის ანატომიურმა აგებულებამ და არა ოპერატორის პაციენტისგან ათასობით კილომეტრით დაშორებამ.
ასეთი ხანგრძლივობისა და კლინიკური სირთულის ოპერაცია დისტანციურ ფორმატში მსოფლიო მედიცინის ისტორიაშიც კი გამონაკლისია.

ემზარ ნადირაძის საერთაშორისო გამოცდილება
ქირურგის მრავალწლიანი და შთამბეჭდავი გამოცდილება რამდენიმე ქვეყანას მოიცავს:
ის ფაქტი, რომ ჩინელმა მხარემ ქართველ ქირურგს მიანდო ოპერაცია საკუთარ ტექნოლოგიურ ბაზაზე, კვალიფიკაციის ყველაზე ლაკონური მტკიცებულებაა. რაც ყველაზე მთავარია — პაციენტი, რომლის ირგვლივაც გაერთიანდა საუკეთესო ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსი, თავს ძალიან კარგად გრძნობს და უახლოეს დღეებში გაეწერება კლინიკიდან.
სამთვიანი მზადება და უსაფრთხოების გარანტიები
სანამ უშუალოდ ოპერაცია დაიწყებოდა, მოსამზადებელი პერიოდი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პაციენტი რჩება სამშობლოში
ონკოლოგიურ-ქირურგიული პაციენტებისთვის საუკეთესო სამედიცინო სერვისის მიღება აქამდე ხშირად ერთადერთ ვარიანტს - უცხოეთში (გერმანია, ისრაელი, თურქეთი) გამგზავრებას ნიშნავდა. ამ პროცესს თან სდევდა ფინანსური ტვირთი, ოჯახისგან მოწყვეტა, ენობრივი ბარიერი და ფსიქოლოგიური სტრესი.
"ჩვენ ვცდილობთ შევცვალოთ მოსაზრება, რომ საუკეთესო სამედიცინო სერვისისთვის პაციენტი უნდა გაემგზავროს უცხოეთში,“ - აცხადებენ მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში.
დღეს ჩინეთიდან - ხვალ თბილისიდან რეგიონებში
კლინიკის სამომავლო ხედვით, ეს ოპერაცია საბოლოო მიზანი კი არა, მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩინეთი იყო ტექნოლოგიის ტესტი, ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი საქართველოს რეგიონებია.
"ჩვენი განვითარების სურვილი იმითაა ნაკარნახევი, რომ ხვალ საქართველო გახდეს ქვეყანა, სადაც ნებისმიერ წერტილში მყოფ მოქალაქეს შეეძლება მიიღოს საუკეთესო ქირურგის დახმარება. დღეს ჩვენ ეს გავაკეთეთ ჩინეთიდან — რათა ხვალ ეს რეალობა იყოს თბილისიდან რეგიონებში."
პაციენტი, რომელსაც ემზარ ნადირაძემ ტელერობოტული ოპერაცია ჩაუტარია, უკვე ბინაზეა გაწერილი. თავად ქირურგი კი სამშობლოში დაბრუნდა და სხვადასხვა სირთულის მქონე პაციენტების მიღებასა და მკურნალობას აგრძელებს.
#რობოტულიქირურგია
#მარდალეიშვილისსამედიცინოცენტრი
#ემზარ ნადირაძე
#ონკოლოგია
(R)