ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა

ტვინი არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ემოციებზე, ქმედებებზე, აზროვნებასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე. სწორედ ამიტომ, ტვინის დაავადებები ხშირად იწვევს გაურკვევლობას, შიშს, იმედგაცრუებასა და ემოციურ გამოფიტვას როგორც პაციენტებში, ისე მათ ახლობლებში.

Acıbadem-ში თითოეულ პაციენტს ვთავაზობთ მკურნალობის კარგად დაგეგმილ, ყოვლისმომცველ გეგმას. ნეიროქირურგების, ნევროლოგების, ონკოლოგებისა და ფიზიოთერაპევტებისგან დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური გუნდი თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად აფასებს და ადგენს კონკრეტულ სამედიცინო შემთხვევაზე მორგებულ მკურნალობის გეგმას.

Acıbadem Healthcare Group-ში მკურნალობენ ტვინის სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის ტვინის სიმსივნეებს, ეპილეფსიას, პარკინსონის დაავადებასა და ცერებროვასკულურ პათოლოგიებს, როგორიცაა ანევრიზმები და არტერიოვენური მალფორმაციები (AVM). ასევე ხორციელდება თანდაყოლილი მდგომარეობების, მათ შორის ჰიდროცეფალიისა და ცერებრალური დამბლის, მართვა და მკურნალობა.

უმაღლესი დონის ექსპერტიზა ტვინის სიმსივნეების მკურნალობაში

ტვინის სიმსივნის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში პირველი არჩევანი ქირურგიული ჩარევაა. სიმსივნის რეზექცია გულისხმობს როგორც ავთვისებიანი, ისე კეთილთვისებიანი წარმონაქმნის მოცილებას. აღნიშნული პროცედურა ხელს უწყობს სიმპტომების შემცირებას, ნევროლოგიური ფუნქციების აღდგენასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

კეთილთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში, ხშირად მხოლოდ ოპერაციაც საკმარისია წარმონაქმნის მოსაშორებლად. ავთვისებიანი სიმსივნის დროს კი, ქირურგიული ჩარევა ყოველთვის არ წარმოადგენს საბოლოო გამოსავალს. მიუხედავად ამისა, სრული ან ნაწილობრივი რეზექცია მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, თუმცა, როგორც წესი, შემდგომში საჭიროა დამატებითი მკურნალობა - სხივური თერაპია ან ქიმიოთერაპია.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და Acıbadem Healthcare Group-ის ნეიროქირურგიული გუნდის მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, დღეს ტვინის სიმსივნის უსაფრთხოდ და ეფექტურად მკურნალობა შესაძლებელია.

მოწინავე ტექნოლოგიები უკეთესი შედეგებისთვის

სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ ნეიროქირურგიაში ახალი ეპოქა შექმნა. ნევროლოგიური ოპერაციების დროს გამოიყენება არაერთი ინოვაციური ტექნოლოგია:

  • ინტრაოპერაციული MRI - ოპერაციის მიმდინარეობისას რეალურ დროში უზრუნველყოფს ტვინის გამოსახულებებს, რაც ქირურგებს სიმსივნესთან ბრძოლაში ძალიან ეხმარებათ.
  • ნეიროენდოსკოპია - საშუალებას იძლევა ოპერაცია ჩატარდეს უფრო მცირე და ნაკლები განაკვეთით, რაც ხშირად აღდგენის პროცესს ამარტივებს და ნაწიბურების მოცულობას ამცირებს.
  • ნეირონავიგაცია - ზუსტად განსაზღვრავს სიმსივნის მდებარეობასა და საზღვრებს, რაც ქირურგს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოაცილოს დაზიანება და დაიცვას ტვინის ჯანმრთელი ქსოვილი.
  • ნეირომონიტორინგი - ოპერაციის დროს აკონტროლებს ნერვული სისტემის ფუნქციებს და ამცირებს ნევროლოგიური დაზიანების რისკს.
  • Gamma Knife - არაინვაზიური მკურნალობის მეთოდია, რომელიც გამოიყენება გარკვეული ნევროლოგიური დაავადებების, მათ შორის ტვინის სიმსივნეებისა და არტერიოვენური მალფორმაციების სამკურნალოდ.

Gamma Knife - ტვინის სიმსივნის ზუსტი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა

ბევრისთვის ტვინის ოპერაცია თავის ქალის გახსნასა და ტვინის დელიკატური ქსოვილიდან სიმსივნის ამოკვეთასთან ასოცირდება. Acıbadem-ში მსგავსი ოპერაციები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება, თუმცა პაციენტებს ასევე ვთავაზობთ Gamma Knife-ს - ტრადიციული ქირურგიის უფრო ნაზ და არაინვაზიურ ალტერნატივას.

ეს მოწინავე ტექნოლოგია თავის ქალის გახსნის გარეშე იყენებს მაღალი სიზუსტის გამა-სხივებს, რომლებიც გარედან მიემართება სამიზნე უბნისკენ და ანადგურებს სიმსივნურ ქსოვილს.

მკურნალობის მეთოდი “Gamma Knife “ Acıbadem-ში 2006 წელს დაინერგა, რითაც ჯგუფი ქვეყანაში პირველი კერძო სამედიცინო დაწესებულება გახდა, რომელმაც ეს ტექნოლოგია დანერგა. დღემდე Acıbadem-ში Gamma Knife-ის დახმარებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 000-ზე მეტ პაციენტს უმკურნალეს.

პარკინსონის დაავადების სიმპტომების მართვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

პარკინსონის დაავადება რთული ნევროლოგიური დარღვევაა, რომელიც იწვევს ტრემორს, მოძრაობის შენელებასა და კუნთების რიგიდობას. ეს სიმპტომები მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ ცხოვრებას და ართულებს ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულებასაც კი, როგორიცაა კვება, დაბანა, წერა და სხვა.

როდესაც სიმპტომების გასაკონტროლებლად მედიკამენტური მკურნალობა აღარ არის საკმარისი, პაციენტებს ვთავაზობთ ტვინის ღრმა სტიმულაციის (Deep Brain Stimulation – DBS) ოპერაციას. პროცედურის დროს ტვინის კონკრეტულ უბანში თავსდება ელექტროდი, ხოლო გულმკერდის ზედა ნაწილში, კანის ქვეშ - სტიმულატორი. მოწყობილობა ელექტრულ იმპულსებს გადასცემს ელექტროდს, რაც პარკინსონისთვის დამახასიათებელი პათოლოგიური სიგნალების რეგულირებას უწყობს ხელს.

Acıbadem-ში DBS ქირურგია გამოიყენება პარკინსონის დაავადების სიმპტომების შესამცირებლად და პაციენტების მოტორული ფუნქციების გასაუმჯობესებლად.

კლინიკა, რომელიც სპეციალურად არის ორიენტირებული ბავშვთა ნევროლოგიურ დაავადებებზე

Acıbadem-ში ფუნქციონირებს მსოფლიოს წამყვანი ბავშვთა ნეიროქირურგიის დეპარტამენტი, რომელიც გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებით, მაღალი პროფესიონალიზმითა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდებით, რაც იმედს აძლევს ბავშვებსა და მათ ოჯახებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

დეპარტამენტი უზრუნველყოფს ბავშვთა ნეიროქირურგიული მომსახურების სრულ სპექტრს - ეპილეფსიის მკურნალობიდან და ცერებრალური დამბლის მართვიდან დაწყებული, ტვინის სიმსივნეების ოპერაციებითა და თანდაყოლილი მალფორმაციების კორექციით დასრულებული. ჩვენთან, ყოველწლიურად წარმატებით სრულდება 600-მდე ჩვილისა და ბავშვის ოპერაცია.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია ბავშვთა ნეიროქირურგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხშირად აუცილებელია ოპერაციის შემდგომი შედეგების გასაუმჯობესებლად. Acıbadem-ში ფუნქციონირებს ფიზიკური თერაპიის განყოფილებაც, რომელიც სწორედ ნევროლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებზეა მორგებული.

ანევრიზმის, არტერიოვენური მალფორმაციებისა და კავერნომის მკურნალობის მრავალფეროვანი შესაძლებლობები

ცერებროვასკულური დაავადებები ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიებს წარმოადგენს.

ანევრიზმა არტერიის კედლის ბუშტივით გამობერილობაა, რომელიც შესაძლოა გასკდეს და გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა. მკურნალობის ძირითადი მეთოდი ოპერაციაა, რომლის დროსაც ანევრიზმაზე თავსდება სპეციალური კლიპი, რაც გამორიცხავს მისი გასკდომისა და სისხლდენის რისკს. Acıbadem-ში, შესაბამის შემთხვევებში, შესაძლებელია ენდოვასკულური მკურნალობაც, ღია ოპერაციის გარეშე.

AVM (არტერიოვენური მალფორმაცია) არტერიებსა და ვენებს შორის არსებული პათოლოგიური კავშირია, რომელიც არღვევს ნორმალურ სისხლის მიმოქცევას და ზრდის სისხლდენისა და კრუნჩხვების განვითარების რისკს. ქირურგიულ მკურნალობასთან ერთად, შერჩეულ შემთხვევებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს Gamma Knife-იც.

კავერნომა (კავერნოზული მალფორმაცია) პათოლოგიური სისხლძარღვების ჯგუფია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კრუნჩხვები ან განმეორებითი მცირე სისხლდენები. მკურნალობის ძირითადი მეთოდი დაზიანებული უბნის ქირურგიული მოცილებაა.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია