ანა დოლიძე - „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ კარგი მემკვიდრეა

ეს სისტემური მოსმენები, რომელიც დამკვიდრებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, „ოცნებას“ უნდა დაესრულებინა, - ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ეკლესიას საზოგადოებაში სერიოზული გავლენა აქვს და დოლიძის მოსაზრებით, სწორედ ამით აიხსნება, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფარული მიყურადების გზით, სასულიერო პირებს უსმენს.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, დღეს ქართული ოცნება“ იმავე მეთოდებს იყენებს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავდა.

„რაც არჩევნების წინ ვნახეთ, მასშტაბი შეიძლება ახალი იყოს, თუმცა, სიახლე ნამდვილად არ არის, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა იმისა, რომ ვიგებთ მოსმენები გრძელდება, ან მოსმენები გამოდის საჯაროდ. აქ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მოსმენებს და ფარული ჩანაწერების დაგროვებას კვლავ ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს. სხვაობა რომ უნდა ყოფილიყო გარღვევა წარსულსა და აწმყოს შორის-ეს სისტემური მოსმენები, რომელიც დამკვიდრებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, „ოცნებას“ უნდა დაესრულებინა.

ეკლესია არის უსერიოზულესი გავლენის მქონე ინსტიტუტი, განსაკუთრებით რეგიონებში და არა მარტო რეგიონებში. საზოგადოებრივი ნდობის რეიტინგებს რომ შევხედოთ, თავში ყოველთვის ეკლესია, პატრიარქი, ჯარია. ეკლესიიდან მოდის ძალიან სერიოზული გავლენა, მათ შორის ქადაგებებში. ადამიანები უსმენენ საკუთარ მღვდლებს და მამაოებს. „ქართული ოცნება,“ რომელსაც ცვლილების ეშინია, ამ მიმართულებით მიდის: რომელი მამაო რას ფიქრობს, რას აკეთებს და საკუთარ მრევლს რას ეუბნება. რომის იმპერია დაინგრა და კეისარმა დაკარგა ძალაუფლება. შიში გასაგებია, პანიკა, კორუფციული წყაროების დაკარგვის შესაძლებლობა. ნახეთ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები, უმეტესობა მათგანს მანამდე ბიოგრაფია არ ჰქონდა, სანამ ისინი ბიძინა ივანიშვილმა იპოვა. სამწუხაროდ, სისტემური რეფორმა ამ ხელისუფლებას არა მარტო ამ მიმართლებით, სხვა მიმართულებითაც არ გაუკეთებია. ის ნიშნები, რაზეც ვსაუბრობთ, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ კარგი მემკვიდრეა, აქაც ჩანს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა