მამუკა ხაზარაძე - სუს-ის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერმა - აუცილებლად მოვითხოვთ გამოძიებას და საგამოძიებო კომისიის შექმნას

სუს-ის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს თანამდებობიდან და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერმა - აუცილებლად მოვითხოვთ გამოძიებას და საგამოძიებო კომისიის შექმნას,- ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას ისევე, როგორც იდგა მიხეილ სააკაშვილი. ხაზარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" ეს მანკიერი პრაქტიკა წინა ხელისუფლებისგან გადაიბარა და კიდევ უფრო გააძლიერა.

„ეს არის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც დაწყებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და „ქართულმა ოცნებამ“ არათუ გადმოიბარა ის, არამედ გააფართოვა და გააძლიერა ეს ყველაფერი. ჩვენ ვნახეთ ფაილების უპრეცედენტო რაოდენობა, რომელიც გამოვიდა და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ფაილები უნდა განადგურდეს და ქვეყანაში დამთავრდეს მსგავსი მანიპულაციები, ადამიანების თვალთვალი და რაც ყველაზე მთავარია, შეტევა ერთ- ერთ ჩვენს უმთავრეს ინსტიტუციაზე, რასაც ჰქვია ეკლესია, აღსარების საიდუმლო და ის მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანს ინტიმურად აქვს საკუთარ გულში და სულში. ამის შემოქმედნი არიან „ქართული ოცნების“ ის პოლიტიკოსები, ყველა არა რა თქმა უნდა, რომელთაც ქვეყნის მართვის სხვა უნარი არ გააჩნიათ. ამის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი ისევე, როგორც თავის დროზე იდგა მიხეილ სააკაშვილი. ყველას მოეთხოვება პასუხი კანონის შესაბამისად. ახლა არ მოეთხოვება? - ახალი ხელისუფლება მოსთხოვს მათ პასუხს. ასეთი მოვლენა როცა ხდება, მინიმუმ სუს- ის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს თანამდებობიდან და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერმა. ეს ჩაწერები არ დაწყებულა დღეს, ის დაიწყო წინა პრემიერის და იმის წინა პრემიერის დროს, „ქართული ოცნება“ არის იმის მემკვიდრე და გამაძლიერებელი, რაც დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ამის გამოძიებას, საგამოძიებო კომისიის შექმნას და ამას მივიყვანთ ბოლომდე,"- განაცხადა ხაზარაძემ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს