მოსკოვი და ოკუპირებული სოხუმი დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს განიხილავენ

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის დელეგაცია ჩავიდა, - გამოცემა Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ ოპოზიციურ „აფხაზეთის სახალხო მოძრაობაში“ განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, „მხარეებმა“ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი უნდა განიხილონ.

”ამჟამად, კომისიის მუშაობა მიმდინარეობს, განიხილება საკითხები, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ერთობლივი კომისიის მუშაობა ღიად განახორციელონ და მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, რადგან ტერიტორიული კუთვნილების საკითხი უკიდურესად მგრძნობიარეა ჩვენი ხალხისთვის, ” - ნათქვამია „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა