აღსრულების ბიურომ პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილ ადმინისტრაციულ ჯარიმებზე საქმისწარმოების შეწყვეტა დაიწყო

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საგანგებო მდგომარეობის, იზოლაციის ან/და კარანტინის წესისა და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების საქმისწარმოების შეწყვეტა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს.

ამნისტია ეხება პირებს, რომლებმაც აღნიშნული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინეს და ჯარიმა ამ დრომდე აღუსრულებელია.

„2021 წლის 7 სექტემბრის ,,ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო საქმისწარმოებას დაასრულებს:

საგანგებო მდგომარეობის, იზოლაციის ან/და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების 20 358 სააღსრულებო საქმეს ჯამური თანხით 47 939 520 ლარი;

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების 33 242 საქმეს ჯამური თანხით 752 860 ლარი.

აღნიშნული კატეგორიის საქმისწარმოებებზე იძულებითი აღსრულების შეწყვეტა, ეტაპობრივად, თვის ბოლომდე დასრულდება“, - აცხადებენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა