ნიკა სიმონიშვილი - შესაძლებელია, აღსარებებსაც კი უსმენდნენ - ერთმა ხელისუფლებამ მეორისგან საშინელი მონსტრი გადაიბარა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა

მოსმენებზე უარი არ უთქვამთ, ერთმა ხელისუფლებამ მეორე ხელისუფლებისგან საშინელი მონსტრი გადაიბარა - შესაძლებელია, უკანონოდ აღსარებებსაც კი უსმენდნენ , - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ საიას თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

როგორც სიმონიშვილმა აღნიშნა, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფარული მასალები, ვისი ჩადენილიც არ უნდა იყოს, „ქართული ოცნების“ დროს განხორციელდა, ამიტომ მმართველმა გუნდმა საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს.

„ფაქტიურად ხელისუფლებამ ნაბიჯი გადადგა, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო შექმნა, თუმცა ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის ფორმალური გამოყოფა მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს. ამ ყველაფრის შედეგი ვნახეთ, რომ რეალურად ე.წ. ოტო დამოუკიდებელი არ არის. იყო რეფორმამდე გაკეთებული ჩანაწერები და არის ჩანაწერები, რომელიც მათ შორის ბოლო თვეების, ბოლო ერთი წლის განმავლობაშია გაკეთებული. მოსმენებზე ხელისუფლებას უარი არ უთქვამთ და არც გაჩერებულან, უსაფრთხოების სამსახური ამ ყველაფერს აკეთებს. ეს ყველაფერი ე.წ. ოტო-ში უნდა მოხდეს და ე.წ. ოტო-ს ფორმალური გამოყოფა, რეალური დამოუკიდებლობის გარანტია არ იყო. ჩარევა, რომ შესაძლებელია მის საქმიანობაში მათ შორის აი, ამ ბოლო მოვლენებმაც დაადასტურა. სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ თუ პოლიტიკური ნებაა, „ოტო“- ს ხელმძღვანელიც ხელისუფლების ნებისგან დამოუკიდებელი არ არის“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ მმართველ გუნდს, სავარაუდოდ, სურს, რომ გავლენიან სასულიერო პირებზე კომპრომატები მოიპოვოს და შემდეგ ეს ყველაფერი თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენოს.

„როდესაც სუს-ი მსგავსი მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისეთი ინფორმაციის მოპოვება სურთ, რომელიც მოპოვების კანონიერი გზები არ არსებობს. შესაძლებელია, აღსარებებსაც კი უსმენდნენ უკანონოდ. სასულიერო პირებს დიდი გავლენა აქვთ და რა თქმა უნდა, თუ ექნებათ კომპრომატები თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ მათი გავლენის გამოყენება შესაძლებელია. ერთმა ხელისუფლებამ მეორე ხელისუფლების საშინელი მონსტრი გადაიბარა, ამ კუთხით არაფერი არ შეცვლილა. ვისი ჩადენილიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ეს ჩანაწერები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროსაა გაკეთებული, მმართველმა გუნდმა საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს