ირაკლი კობახიძე - გახარიამ ნარკოტესტზე უარით, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით - მელიამაც სოლიდარობა გამოუცხადა, რაც დაინახა, რომ გახარია ამ თემაში „გაჭედილი“ იყო

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული" საქართველოს თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ ნარკოლოგიურ ტესტირებაზე უარის თქმა „პრაქტიკულად ხელის მოწერაა მის ნარკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით".

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გახარიას სოლიდარობა მერობის სხვა კანდიდატებმა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც დაინახეს, რომ „ის ამ თემაში გაჭედილი იყო".

„იმედია, ამ თემას ბოლოჯერ ვეხები. ყველამ დაინახა რაც ხდება. რეალურად, ძალიან მარტივი ინიციატივა წარმოადგინა კახი კალაძემ, რომელიც უკავშირდებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ ითვალისწინებს, მან მერობის ყველა კანდიდატს შესთავაზა ჩაებარებინათ ნარკოტესტი. ეს იყო ჯანსაღი ინიციატივა, რაზეც ძალიან დაიბნენ და გაღიზიანდნენ ვიღაცები. ამასაც აშკარად ჰქონდა თავისი მიზეზები.

საინტერესოა, რომ როდესაც გახარიამ უარი თქვა, რითაც პრაქტიკულად ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გააუქმა ნარკოტესტი ყველა მისმა სატელიტმა კანდიდატმა, მათ შორის, ნიკანორ მელიამაც. სოლიდარობა გამოუცხადეს მელიამ და სხვებმა გახარიას მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ გახარია ამ თემაში „გაჭედილი“ იყო. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არის ძალიან მკაფიო ალიანსი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის",- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება გახარიას განცხადებას, რომ მან თმის ნიმუში გამოკვლევისთვის საზღვარგარეთ ჩააბარა, კობახიძე ამბობს, რომ გახარია ცდილობს ამ უხერხულობისგან თავი დაიძვრინოს.

„ყველანაირად ცდილობს თავი დაიძვრინოს იმ უხერხულობისგან, რაშიც ის ჩავარდა. თუმცა, მას რომ არ აწუხებდეს სინდისი ძალიან მარტივად შეეძლო ნებისმიერი რამის გაკეთება. იმის გამო, რომ მას აწუხებს სინდისი, ცდილობს ამ ყველაფერს გვერდი აუაროს. ავსტრიაში და საუდის არაბეთში აგზავნის თმის ღერებს, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ", - განაცხადა კობახიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა