ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის მცხოვრებლებს რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რეგიონში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნებში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.

„სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის ფედერაციის თითოეული მოქალაქის ვალია, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა. ვიცით, რომ ჩვენი რესპუბლიკის ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი გადამწყვეტ როლს ასრულებს. მადლიერი უნდა ვიყოთ პოლიტიკური ხელმძღვანელობის და რუსების, რომლებმაც ყველაზე რთულ პერიოდში ფაქტობრივად, გადაარჩინეს ჩვენი ხალხი, ” - აღნიშნა ბიბილოვმა ე.წ. მთავრობის სხდომაზე.

ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების არჩევნებში ხმის მიცემის მიზნით 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები მდებარეობს ცხინვალში, ჯავაში, ზნაურში, კვაისსა და ახალგორში, ასევე მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო