შალვა პაპუაშვილი - სამწუხარო ის არის, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყნის შს მინისტრი და პრემიერი იყო, ცდილობს ძირი გამოუთხაროს ექსპერტიზის ბიუროს მიმართ ნდობას

ჩემთვის პირადად ნარკოტესტის გაკეთების ამ უწყინარ ისტორიაში ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის შს მინისტრი და პრემიერ-მინისტრი იყო ცდილობს ძირი გამოუთხაროს ექსპერტიზის ბიუროს მიმართ ნდობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ თემაზე გაკეთებული სხვა განცხადებები მნიშვნელოვანი აღარაა.

„მთლიან ისტორიაში, რომელიც ერთი უწყინარი ინიციატივით დაიწყო და რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერებასა და წახალისებას შეეხებოდა, სამწუხარო რეალობამდე მივედით. ყველაზე სამწუხარო ჩემთვის პირადად ამ ყველაფერში არის ის, რომ გიორგი გახარია, ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის შს მინისტრი იყო, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრი, უნდობლობა გამოუცხადა ამ ქვეყნის დამოუკიდებელ საექსპერტო დაწესებულებას, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. მან ყველაზე კარგად იცის როგორც შს მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა, რა ნიშნავს ეს ბიურო, რა როლი აქვს ამ ბიუროს, მათ შორის ამ ქვეყანაში გამოძიების წარმოებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა და რამდენად არასახელმწიფოებრივია, როცა ის ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობას. დანარჩენი მნიშვნელოვანიც აღარაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ავსტრიაში ჩაიტარა. მისი თქმით, საქართველოში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მის მიმართ გარკვეული პროვოკაცია მზადდებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა