მაია რჩეულიშვილის ადვოკატის განცხადებით, უკვე მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ „ცენტრ პოინტის” დაზარალებულთა პრობლემები გადაწყდა

კომპანია “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, უკვე მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ „ცენტრ პოინტის” დაზარალებულთა პრობლემები გადაწყდა.

მისივე თქმით, ახლა საკითხი შესაბამის ვადებში სამშენებლო სამუშაოების დასრულებაზე დგას.

„ამისთვის ყველაფერი გააკეთა “ცენტრ პოინტმა”, მაია რჩეულიშვილმა და სამშენებლო სამუშაოები შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით წარიმართება. ასევე კონტრაქტში გაწერილ შეთანხმებულ ვადებში დაზარალებულები კუთვნილ ბინებს მიიღებენ.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების პირობას, ხაზს ვუსვამ, მაია რჩეულიშვილი და “ცენტრ პოინტი” იმთავითვე მოწადინებული იყვნენ, რომ დაზარალებულთა ინტერესები დაკმაყოფილებულიყო. როდესაც ამან ხორცი შეისხა საპროცესოც გაფორმდა”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია