თეონა აქუბარდია - მეგის ქარდავას ექსტრადირება და ამით სამართლიანობის აღდგენის მტკიცება იმ პირობებში, როცა 9 წელია „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, სასაცილოა

ეს შოუ პოლარიზების გაძლიერებას ემსახურება - ქარდავას ექსტრადირება და ამით სამართლიანობის აღდგენის მტკიცება იმ პირობებში, როცა 9 წელია „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, სასაცილოა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც მეგის ქარდავას ექსტრადირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მეგის ქარდავა 9 საქმეზეა მსჯავრდებული, თუმცა, როცა სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება უნდა არსებობდეს. აქუბარდიას თქმით, ქარდავას ექსტრადირება უნდა განვიხილოთ „წინასაარჩევნოდ პოლარიზებული გარემოს კიდევ უფრო დაძავის ჭრილში, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ქმნის".

„ღარიბაშვილი მოსახლეობას ვერანაირ რეალურ საქმეს ვერ ანახებს და ამ შოუებით მას სურს ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს შოუც ამ პოლარიზების გაძლიერებას ემსახურება. 9 წლის თავზე მეგის ქარდავას ექსტრადაცია, იმ პირობებში როცა 9 წელია „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში და ახლა ამის მტკიცება, რომ სამართლიანობა აღადგინა, არის სასაცილო და ეს არანაირ მიზნად არ ისახავს სამართლიანობის განცდის აღდგენას, ამიტომ ეს არის შოუ, რომელიც დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა და ამ შოუს დავასრულებთ 2 ოქტომბერს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისათვის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირება კიევიდან თბილისში დღეს განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife