„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ფოთში მხარდამჭერებს შეხვდნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთობლივ კანდიდატ ვახტანგ დარსმელიძესა და მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი დუნდუასთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდნენ.

პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ადგილობრივებმა ლიდერებთან საუბრისას ფოთში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ყოველი წვიმის დროს სანიაღვრე არხება იჭედება და ქალაქი იტბორება.

„ფოთი არის ნათელი მაგალითი იმისა, რატომ უნდა შეიცვალოს ეს მთავრობა, რადგან დემონსტრირებაა მთავრობის მხრიდან მოქალაქეების ფეხებზე დაკიდების და უტიფარი ტყუილების. ფოთი არის მაგალითი საქართველოს ისტორიული პროდასავლური არჩევნების, “ევროპული საქართველო” ყველა შანსს გამოიყენებს, რათა მოქალაქეებამდე მივიტანოთ სათქმელი, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი და მოვალეობა ყველგან მარცხი იწვნიოს ივანიშვილის რეჟიმმა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა აღნიშნა, ფოთში არის პრობლემები, რომლებსაც საქართველოს ბევრ სხვა რეგიონშიც ვხვდებით.

„ფოთში ვხედავთ იმ პრობლემებს, რასაც საქართველოს ბევრ სხვა რეგიონში, აქ მოქალაქეებს აღარ სურთ ასე ცხოვრება, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის 2 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის ვახტანგ დარსმელიძის თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ქვეყნისა და თავისუფლების გადასარჩენად.

„2 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თვითმართველობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი ჩვენი ქვეყნის და თავისუფლების გადასარჩენად“, - განაცხადა ვახტანგ დარსმელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა