პოლონეთს, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, დღეში 500 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა

პოლონეთს, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, ევროპული კომისიისთვის დღეში 500 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დღეს განაცხადა.

საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პოლონეთს პოლონეთ-ჩეხეთის საზღვარზე ქვანახშირის მაღარო უნდა დაეხურა.

აღნიშნულ მაღაროსთან დაკავშირებით პოლონეთს უთანხმოება აქვს ჩეხეთთან, რომელიც აცხადებს, რომ ქვანახშირის ღია კარიერული წესით მოპოვება ზიანს აყენებს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას.

ჩეხეთმა მარტში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში საჩივარი შეიტანა. სასამართლომ ორი თვის შემდეგ პოლონეთს, საბოლოო განაჩენის მიღებამდე, მაღაროზე სამუშაოების შეჩერება დაავალა.

”პოლონეთს ევალება გადაუხადოს ევროკომისიას ყოველდღიური ჯარიმა 500 000 ევროს ოდენობით, იმის გამო, რომ არ შეწყვიტა მურა ნახშირის მოპოვების სამუშაოები ტუროვის მაღაროში”, - ნათქვამია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება